CIES-ის სია - რომელ ადგილს იკავებს ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებში?

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ობსერვატორია CIES-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.

ტოპ 100 ფეხბურთელში "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 37-ე ადგილს იკავებს, CIES-ის მიხედვით, ქართველის ფასი 98.3 მილიონი ევროა.

სერია A-ში ხვიჩაზე ძვირფასი მხოლოდ რაფაელ ლეაოა (მილანი), ბრაზილიელი შემტევი 101.5 მილიონი ევროდ არის შეფასებული. უცნაურია, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდა.

CIES-ის რეიტინგში პირველ ადგილს "რეალის" ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი იკავებს. ინგლისელის ფასი 280.4 მილიონი ევროა. მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი ერლინ ჰოლანია (255.3
მილიონი ევრო), მესამეზე კი - ვინისიუს ჟუნიორი (240.8 მილიონი ევრო).

შეგახსენებთ, კვარაცხელიას შეძენით "პარი სენ ჟერმენი" აქტიურად ინტერესდება. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, პარიზულმა კლუბმა "ნაპოლის" ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა.

alt"კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ, "ნაპოლის" მატჩებს აღარ ვუყურებ" - ამბობს ნეაპოლური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 10 /
დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვინისიუსი მორიგ საცირკო სანახაობას მოაწყობს, რასიზმის თემას გაათამაშებს და რეალი წააგებს. ამის მერე რეალი მას გაყიდის. რეალაში მარცხენა ფლანგზე ვაკანსია იქნება შესავსები.
რეალობა
16:11 31-05-2024
14
რაფაელ ლეაუ პორტუგალიელია და არა ბრაზილიელი
გიორგი
01:38 01-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული