ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა

AutoSharing Option
პოლონური "პიასტი" იტყობინება, რომ 30 წლის ნახევარმცველ ვაკო გვილიას კლუბთან კონტრაქტი დღეს ამოეწურა და არ გაუგრძელებენ.

გვილია "პიასტში" მარტში გადავიდა და ექსტრაკლასას ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს ის კარიერას.

ვაკო ადრე ზაპოროჟიეს "მეტალურგში", "მინსკში", "ბატეში", "ლიუცერნში", "გურნიკში", "ლეგიასა" და "რაკუვში" ასპარეზობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 44 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
დინამოში წამოიყვანონ. 30 წლისაა ბიჭი, ამხელა გამოცდილებით, ასეთი ნიჭიერი. შეილება ვერაა ფორმაში ან მწვრთნელი ვერ სვამს თავის ტაქტიკაში და ა.შ. საქართველოს ჩემპიონატი ამ ასაკის გამოცდილი ფეხბურთელისთვის ფეხზე დასადგომად საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა.
karoche
20:03 31-05-2024
1
ვაკო საქართველოს ჩემპიონატში უნდა დაბრუნდეს.როგორც არაბიძე.
შახრუდინი
23:41 31-05-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული