"ფროზინონემ" შეიძლება კვერნაძე გამოისყიდოს

AutoSharing Option
სერია B-ში დაქვეითებულ "ფროზინონეში" 21 წლის შემტევის გიორგი კვერნაძის დარჩენის საკითხის შესახებ წერილი tuttofrosinone-მა გამოაქვეყნა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კლუბი სავარაუდოდ აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს, შეიძლება გიორგი კვერნაძის, რომელსაც მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ თავის გამოჩენის შანსი ფაქტიურად არ მისცა (ყველა ტურნირზე 189 წუთი ათამაშა) შენარჩუნება გადაწყვიტოს და ფოთის "კოლხეთისგან" გამოისყიდოს.

ეს თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ "ფროზინონე" ფასის დაკლებას შეეცდება.

ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ იქნება ახალ სეზონში კლუბის სპორტული და გუნდის ხელმძღვანელი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მართლაც ჯადოქარია ეს ჯუღელი, ბიჭს ფაქტიურად ეროვნულში არ უთამაშია და იტალიაში მოაწყო-სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მეტი შანსი რაღა გინდა- გამოიყენე შენ ოჯახ აშნებულო, განა ბევრ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ეძლევა ასეთი შანსი- ასაკობრივ ნაკრებშიც ხომ ადგილი დაკავებული აქვს, ოღონდ ეგ არის გოლები ვერ გააქვს, მაგრამ....ეხლა იტალიის მეორე ლიგაც სანატრელი აქვს და როგორც ჩანს ან დაიტოვებენ და ან არა. მე უფრო პატარა მეგონა და გამოდის უკვე 22 წლის უნდა გახდეს....არ ვიცი, მაგრამ იქნებ სჯობდეც კიდეც ფოთში დაბრუნდეს და ითამაშოს, თორემ გავარდნილ გუნდში თავის დამკვიდრება 21-22 წლის ფეხბურთელისთვის, რომელმაც მთელი სეზონი სკამზე გაატარა ძნელი იქნება.
2
„კოლხეთის“ პრეზიდენტი და კვერნაძის აგენტი ჯუღელია!.. მოუხერხებს რამეს.
გია
01:08 02-06-2024
1

სიახლეები პოპულარული