"ფროზინონემ" შეიძლება კვერნაძე გამოისყიდოს

AutoSharing Option
სერია B-ში დაქვეითებულ "ფროზინონეში" 21 წლის შემტევის გიორგი კვერნაძის დარჩენის საკითხის შესახებ წერილი tuttofrosinone-მა გამოაქვეყნა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კლუბი სავარაუდოდ აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს, შეიძლება გიორგი კვერნაძის, რომელსაც მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ თავის გამოჩენის შანსი ფაქტიურად არ მისცა (ყველა ტურნირზე 189 წუთი ათამაშა) შენარჩუნება გადაწყვიტოს და ფოთის "კოლხეთისგან" გამოისყიდოს.

ეს თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ "ფროზინონე" ფასის დაკლებას შეეცდება.

ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ იქნება ახალ სეზონში კლუბის სპორტული და გუნდის ხელმძღვანელი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კვერნა ძალიან კარგი ფეხბურთელი და კარგი ახალგაზრდაა.შანსი უნდა მისცენ და აუცილებლად დაამტკიცებს.ბევრის მომატებაც შეუძლია.იმედია ფოთის კოლხეთი და ფროსინონე მიაგწევენ შეთანხმებას.წარმატებები გიოს
Ruxa
00:09 02-06-2024
2
„კოლხეთის“ პრეზიდენტი და კვერნაძის აგენტი ჯუღელია!.. მოუხერხებს რამეს.
გია
01:08 02-06-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული