ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთან მიღწეულ შეთანხმებას spazionapoli-მ ნეაპოლში "ეკიპის" მიერ სატრანსფერო ბომბის ჩამოგდება უწოდა, რამაც ქაოსი გამოიწვია. დღეს "კორიერე დელო სპორტმა" "ნაპოლის" გულშემატკივრები დაამშვიდა, რომ კვარაცხელია "ნაპოლის" მომავალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დარჩენაზე დაითანხმა, თუმცა Foot Mercato-ს მტკიცებით, საქმე ასე მარტივად არაა.
ფრანგული გამოცემის ცნობით, ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი პარიზული კლუბის საფეხბურთო მრჩეველს ლუის კამპუშს მონაკოში შეხვდა და "პარი სენ ჟერმენი" მზადაა ტრანსფერში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველს სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროს და კონტრაქტში პუნქტის შეტანას სთავაზობს,
რომლის მიხედვით მისი გამოსასყიდი ფასი 160 მილიონი იქნება, მაგრამ "კვარა" მინიმუმ 6 მილიონს ითხოს (დაახლოებით იმდენს, რამდენსაც პსჟ სთავაზობს) და აგრეთვე მისი სურვილი გამოსასყიდი ფასის 130 მილიონამდე დაწევაა.
და თუ ეს ყველაფერი სიმართლეა,წასვლა უნდა უნდოდეს.მაგდენი ტვინი ჯუღელსაც კი აქვს.მისი კარიერისთვის,რომ ასეჯობია მემგონი ყველამ ვიცით.
აქ მ5ავარია მის კონტრაქტში ხელშეკრულების გაწყვეტა რას ითვალისწინებს?ეგრე არ არის რომ კონტრაქტი გაქ და რაც არ უნდა მოხდეს უნდა შეასრულო.მაგათ ჩვენგან განსხვავებით შრომის კოდექსი ბევრააააად გამართული აქვთ....
მაგრამ მთავარია კიდე ერთხელ ვიტყვი,სიმართლეა ეს ყველაფერი თუ არა?
ი შემომთავაზოთ არ გინდათ? ეგრევე დავთანხმდები.