"პსჟ-ში მბაპეს სრულფასოვნად შეცვლიდა" - სოსო პავლიაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
რუსეთში მცხოვრები ქართველი წარმოშობის მუსიკოსმა სოსო პავლიაშვილმა Metarating-თან ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მომღერლის თქმით, "კვარა" "პარი სენ ჟერმენში" კილიან მბაპეს სრულფასოვნად შეცვლიდა.

"ხვიჩა პსჟ-ში მბაპეს ღირსეულად შეცვლიდა. კვარაცხელიას უზარმაზარი ნიჭი და წარმოუდგენელი მომავალი აქვს. თუ ის ყველაფერს სწორად გააკეთებს, დიდებული ფეხბურთელი გახდება", - განაცხადა პავლიაშვილმა "კვარაზე".

შეგახსენებთ, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მიუხედავად პსჟ-ის ინტერესისა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას ამ ზაფხულს გასხვისებას არ გეგმავს და მალე ქართველს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

altLequipe: კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლაზე

თანხმობა განაცხადა - რას გადაწყვეტს "ნაპოლი"?

altკონტემ დაარწმუნა - კვარაცხელია "ნაპოლიში" დარჩება

მკითხველის კომენტარები / 47 /
სოსო აღარ ჩამოდის მოსკოვიდან?! გი-ხა-რო-დენ.
ბექა
19:29 04-06-2024
0
შენ პლეხანოვზე კი არა ჯუნგლებში ხარ გაზრდილი
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული