"ნაპოლის" პრობლემა: პსჟ-ს "კვარა" სურს, ოსიმენი - არა

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენს კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება უნდა, მაგრამ ჯერ მისი კონტრაქტის 130 მილიონად გამოსყიდვის სურვილი არავის არ გამოუთქვამს.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ოსიმენის შეძენა პსჟ-ს სურს, თუმცა მათთვის პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ფასზე ნეაპოლურ კლუბთან შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიგერიელით "ჩელსი" და "არსენალი" არიან დაინტერესებული, მაგრამ ჯერ "ნაპოლისთვის" წინადადებით არცერთს არ მიუმართავს.

აღნიშნულია, რომ თუ ვიქტორი "ნაპოლიში" დარჩა, კლუბს მისი წლიური გასამრჯელო, 10 მილიონი ევრო მძიმე ტვირთად დააწვება, მით უმეტეს გუნდი ევროტურნირების გარეშე დარჩა და შემოსავალიც შეუმცირდება.

alt

"ნაპოლის" შეთავაზებულზე ბევრად მეტი ანაზღაურება - ცნობილია თანხა, რასაც პსჟ კვარაცხელიას ფრანგულ გუნდში გადასვლის შემთხვევაში გადაუხდის

altპსჟ-ის პრეზიდენტი ახალ ერას აანონსებს, კონტე "ნაპოლიში" უკვე პირველ ტრანსფერს ჩარხავს - გამოსტყუებს ალ-ხელაიფი ლაურენტისს კვარაცხელიას?

მკითხველის კომენტარები / 15 /
იტალიის ლიგა კი არის ფრანგულზე ძლიერი, მაგრამ ძალიან უხეშად თამაშობენ და ხშირად ამტვრევენ კვარას. პსჟ-ში უფრო ლაღად ითამაშებს, მოგების მენტალიტეტიც განუვითარდება, თან ლიგაზეც გავა
სუხია
03 ივნისი 2024 11:18
0
არ უნდა წავიდეს ხვიჩა, პსჟ და ფრანგული ლიგა უინტერესოა. ისევ იტალია, ან ესპანეთი. თუ ნაპოლი კარგად დაკომპლექტდა ისევ საპრიზოზე გავა.
მერაბი
03 ივნისი 2024 09:37
11
საფრანგეთის ლიგა სიძლიერით ესპანურზე და იტალიურზე წინაა. ტიტულები სხვა რამეა და ზოგადად ჩემპიონატი სხვა რამე.
123
03 ივნისი 2024 15:53
0
ახია შენზე ლაურენტის!
!
03 ივნისი 2024 09:07
0
ჯობდა ასე დაგეწერათ:

"პსჟ-ს სურს კვარა, ოსიმენი - არა"

:D
Burton
03 ივნისი 2024 04:35
0
მე მგონია, უნდა ფამოიყენონ პსჟს აქტიურობა დს ისეთი კონტრაქტი დაუდონ ნაპოლის, რომელიც ხვიჩას აწყობს. მარტო ფინანსურად კი არა, პროფესიული ზრდის თვალსაზრისით. მის ირგვლივ აშენება გუნდის, 80% ძირითადი, გამოსყიდვის უფლება 100 მილიონად, როცა კვარას მოუნდება და გარანტია, რომ ერთი ორ ძლიერ ფეხვურთელა მოიყვანენ გუნდში, რომელიც არ იღორებს , როგორც ესენი ღორობდნენ და პასს დაუბრუნებს უკან. აქვს ეხლა ამის საშუალება და უნდა მოითხოვონ. პსჟს მაცვლად, რომ ბარსელონა ყოფილიყო, მაშინ 100% უნდა გადასულიყო, დაუფიქრებლად. პსჟ მაინც საფიქრალია, თუმცა ცუდი არაა მანდ ლიდერობაც. ასე რომ უპირატესობა ხვიჩას მხარეს აქვს
03 ივნისი 2024 01:00
2
ოსიმენმა ფაქტიურად ჩააგდო სეზონის მეორე ნახევარი.მონდომებული კი იყო,მაგრამ შედეგიანი მოქმედებები ნაკლებად ჰქონდა.ამიტომაც,ეტყობა ვერ გადაუწყვეტიათ ტოპებს მისი შეძენა,რიგი არ უდგას,ჩანს.ამიტომაც კვარას გაყიდვაც შეაჩერა ეტყობა ლაურენტისმა და ხელფასსაც ბევრს არ უმატებს.ოსიმენის 10 მილიონი და აქეთ კვარასაც დიდი ხელფასი,გული გაუსკდება იმ წუწურაქს.
მირო
02 ივნისი 2024 23:25
3
აუ როგორ მინდა ხვიჩა პსჟ-ში. რამდენი დადებითი მხარეა, ნახეთ:
1. ლიგაზე ითამაშებს.
2. უკეთესი თანაგუნდელები ეყოლება და ნაპოლიში რომ მხოლოდ კვარაა და ყველა მის წინააღმდეგ თამაშობს, მასე არ იქნება.
3. მოულოდნელობის ეფექტიც ექნება, სანამ ყველა გუნდი შეისწავლის კვარას მაგიას, როგორც იტალიაში 1ელ სეზონში იყო.
4. ჩემპიონ გუნდში იქნება და გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდება, ახლა რომ ლეჩეს და მონცებს ვეღარ უგებენ.

მოკლედ, გთხოოვ დე ლაურენტის, გაუშვი რა :დ
Kupra
02 ივნისი 2024 21:24
4
კვარა მხოლოდ ინგლისში!
ლექსო
03 ივნისი 2024 00:19
10
იქტორა თუ ვერ გაიტიდა, მაშინ კვარას გაყიდის ქორვაჭრუკანა!
ლაშა
02 ივნისი 2024 20:00
2
ხვიჩამაც და ჯუღელმაც უნდა მოსთხოვონ გაშვება, მიუხედავად იმისა რა კონტრაქტს შესთავაზებს ნაპოლი, პსჟ-ში გადასვლა აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ხვიჩასთვის
მამუკა
02 ივნისი 2024 19:48
3
„პსჟ“-ს პრეზიდენტის ინტერვიუ იყო „მარკაში“, ახალი გუნდის შენებას ფიქრობენ და როგორც ჩანს, ხვიჩა ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს. ფინანსები აქვთ, შესაძლებლობაც აქვთ, ამიტომ ხვიჩა ამ პროექტს არ უნდა ჩამორჩეს, თორემ ყველაფერი იღბალია და მეორე ასეთი შანსი როდის მიეცემა, კაცმა არ იცის.
გია
02 ივნისი 2024 23:49
1
ხელფასის მხრივ კი იქნება, მაგრამ ზრდა არ ექნება, რადგან იტალიის ჩემპიონატი გაცილებით ძლიერია ფრანგულზე, იქ ერთად-ერთი ძლირი გუნდი თვითონ პსჟ-ეა. იტალიაში კი სულ მცირე 6 ძლიერ გუნდია.
ჟორა
02 ივნისი 2024 20:10
9
გაგაბა ლავრენტა მახეში ხალიფამ?დდდდდდ მაგას ჩელსი და არსენალი დაკერილი ეყოლება და არაფერს შესთავაზებენ ოსიმენში ნაპოლს.
ეეე
02 ივნისი 2024 19:09
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული