ვიქტორ ოსიმენს კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება უნდა, მაგრამ ჯერ მისი კონტრაქტის 130 მილიონად გამოსყიდვის სურვილი არავის არ გამოუთქვამს.
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ოსიმენის შეძენა პსჟ-ს სურს, თუმცა მათთვის პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ფასზე ნეაპოლურ კლუბთან შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიგერიელით "ჩელსი" და "არსენალი" არიან დაინტერესებული, მაგრამ ჯერ "ნაპოლისთვის" წინადადებით არცერთს არ მიუმართავს.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიგერიელით "ჩელსი" და "არსენალი" არიან დაინტერესებული, მაგრამ ჯერ "ნაპოლისთვის" წინადადებით არცერთს არ მიუმართავს.
აღნიშნულია, რომ თუ ვიქტორი "ნაპოლიში" დარჩა, კლუბს მისი წლიური გასამრჯელო, 10 მილიონი ევრო მძიმე ტვირთად დააწვება, მით უმეტეს გუნდი ევროტურნირების გარეშე დარჩა და შემოსავალიც შეუმცირდება.
"პსჟ-ს სურს კვარა, ოსიმენი - არა"
:D
1. ლიგაზე ითამაშებს.
2. უკეთესი თანაგუნდელები ეყოლება და ნაპოლიში რომ მხოლოდ კვარაა და ყველა მის წინააღმდეგ თამაშობს, მასე არ იქნება.
3. მოულოდნელობის ეფექტიც ექნება, სანამ ყველა გუნდი შეისწავლის კვარას მაგიას, როგორც იტალიაში 1ელ სეზონში იყო.
4. ჩემპიონ გუნდში იქნება და გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდება, ახლა რომ ლეჩეს და მონცებს ვეღარ უგებენ.
მოკლედ, გთხოოვ დე ლაურენტის, გაუშვი რა :დ