"ნაპოლის" პრობლემა: პსჟ-ს "კვარა" სურს, ოსიმენი - არა

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენს კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება უნდა, მაგრამ ჯერ მისი კონტრაქტის 130 მილიონად გამოსყიდვის სურვილი არავის არ გამოუთქვამს.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ოსიმენის შეძენა პსჟ-ს სურს, თუმცა მათთვის პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ფასზე ნეაპოლურ კლუბთან შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიგერიელით "ჩელსი" და "არსენალი" არიან დაინტერესებული, მაგრამ ჯერ "ნაპოლისთვის" წინადადებით არცერთს არ მიუმართავს.

აღნიშნულია, რომ თუ ვიქტორი "ნაპოლიში" დარჩა, კლუბს მისი წლიური გასამრჯელო, 10 მილიონი ევრო მძიმე ტვირთად დააწვება, მით უმეტეს გუნდი ევროტურნირების გარეშე დარჩა და შემოსავალიც შეუმცირდება.

alt

"ნაპოლის" შეთავაზებულზე ბევრად მეტი ანაზღაურება - ცნობილია თანხა, რასაც პსჟ კვარაცხელიას ფრანგულ გუნდში გადასვლის შემთხვევაში გადაუხდის

altპსჟ-ის პრეზიდენტი ახალ ერას აანონსებს, კონტე "ნაპოლიში" უკვე პირველ ტრანსფერს ჩარხავს - გამოსტყუებს ალ-ხელაიფი ლაურენტისს კვარაცხელიას?

მკითხველის კომენტარები / 15 /
იტალიის ლიგა კი არის ფრანგულზე ძლიერი, მაგრამ ძალიან უხეშად თამაშობენ და ხშირად ამტვრევენ კვარას. პსჟ-ში უფრო ლაღად ითამაშებს, მოგების მენტალიტეტიც განუვითარდება, თან ლიგაზეც გავა
სუხია
11:18 03-06-2024
0
არ უნდა წავიდეს ხვიჩა, პსჟ და ფრანგული ლიგა უინტერესოა. ისევ იტალია, ან ესპანეთი. თუ ნაპოლი კარგად დაკომპლექტდა ისევ საპრიზოზე გავა.
მერაბი
09:37 03-06-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული