"ჩელსის" "ნიუკასლისთვის" მამარდაშვილის წართმევა სურს" - ბრიტანული გამოცემა ქართველზე წერს

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს შეიცვლის.

ბრიტანული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ ქართველის შეძენა "ნიუკასლს" სურს.

Evening Standart-ის ინფორმაციით, "მამარდას" დამატებით არა მხოლოდ "კაჭკაჭები", არამედ ლონდონის "ჩელსიც" ინტერესდება და ვალენსიური გუნდის კარის დარაჯის შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს "ჩელსიმ" "ბრაიტონიდან" რობერტ სანჩესი დაიმატა, თუმცა ესპანელმა იმედები ვერ გაამართლა. "ღამურები" მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს.

altმამარდაშვილი "ვალენსიას" დაემშვიდობა - ქართველი მეკარის წასვლა დროის საკითხია

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩელსის ყველა მეკარე რეალმა იყიდა და უნდა დათანხმდეს
ჟორა
03 ივნისი 2024 18:24
0
არა დოღლიგას, გაუმარჯოს ევროპის კონტინენტს!
ლაშა
03 ივნისი 2024 12:37
24
პრემიერლიგა!
ლაშა
03 ივნისი 2024 14:28
0
ევროპის კონტინენტს კი გაუმარჯოს, მაგრამ დოღლიგა რომელია?
baggio
03 ივნისი 2024 13:30
5
რა ნიუკასლი?! მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეზეა საუბარი, მამარდას მხოლოდ გრანდი შეეფერება და სხვა არაფერი.
ალექს
03 ივნისი 2024 12:27
3
ეს ევროპის ჩემპიონატი იქნება ტრამპლინი გიორგისთვის, აუცილებლად თავი უნდა გამოიჩინოს, და მერე ბაიერნიც იცალიჩებს, თორე დაუბერდათ ნოიერი, ახალი სისხლი ჭირდებათ
ბიძინა
03 ივნისი 2024 12:21
1
აქაცა ? :(
აქაცა, კაცო ?!
03 ივნისი 2024 13:25
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული