მამარდაშვილი "ვალენსიას" დაემშვიდობა - ქართველი მეკარის წასვლა დროის საკითხია

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთი პირველი ფეხბურგელია, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ "ვალენსია" სწრაფად დატოვა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს და თავისი ქვეყნის სახელი დაიცვას.

ამავე წყაროს ცნობით, ლა ლიგის ბოლო ტურის შემდეგ, სადაც ღამურები "სელტას" დაუპირისპირდნენ, ჩვენებური თანაგუნდელებს ესაუბრა და გამოემშვიდობა, რითაც საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ "მესტალიადან" მიდის.

გიორგი ახლა ტრანსფერზეა და მისი "ღამურებიდან" აბარგება მხოლოდ დროის საკითხია.

მამარდაშვილის მთავარ მსურველად "ნიუკასლი" სახელდება. ასევე ვრცელდება მადრიდის "ატლეტიკოს", "ჩელსისა" და "ბაიერნის" სახელებიც.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემი აზრით, ახლა გიორგისთვის მთავარია, რომ გარანტირებულად ძირითადის მეკარე იყოს, ვალენსია იქნება, ნიუკასლი თუ სხვა. გარემოებები ყოველთვის ისე არ დაემთხვევა, როგორც ვალენსიაშია მოხდა 3 წლის წინ. რა დონის გუნდშიც არ უნდა იყო, თუ სათადარიგო მეკარე ხარ, უდიდესი შანსია, რომ სეზონში ერთი თამაშის ჩატარებაც არ მოგიწიოს, შესაბამისად ვერც განვითარდები. არ ვიცი ტრანსფერში მოთამაშის გადაწყვეტილებას რა წონა აქვს და იმედია, ვალენსია დიდი სატრანსფერო ღირებულების გამო ისეთ გუნდში არ გაყიდის, სადაც პირველი მეკარე არ იქნება.
დავითი
12:49 03-06-2024
0
ატლეტიკო მართლაც კარგი იქნება. ესპანეთს არ მოშორდეს, საინტერესო ლიგაა, თანაც უკვე ადაპტირებულია ესპანეთში.
მერაბი
09:39 03-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული