"პარტენოპეის" დამრიგებელმა მანას აცნობა, რომ ორი ფეხბურთელი ხელშეუხებელია და ამ ზაფხულს მათ არანაირი თანხის სანაცვლოდ არ შეელევიან.
პირველი და მთავარი პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებაა, მეორე კი - კლუბის კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს დარჩენა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას აგენტი "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. მისით პსჟ-ია დაინტერესებული.