"კვარაცხელიას ვულკანებს (კონტეს და დე ლაურენტისს) შორის ადვილი სეზონი არ ელის" - "მონაკოს" პრეზიდენტის მრჩეველი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა იგორ კორნეევმა, რომელიც ამჟამად "მონაკოს" პრეზიდენტის მრჩეველია, "ნაპოლის" მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნაზე გააკეთა კომენტარი.

"ორივეს, მწვრთნელისა და პრეზიდენტის ხასიათების გათვალისწინებით, ძალიან არაერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს ვულკანების ნაზავია. ალბათ, დე ლაურენტისს ესმის, ვინ აიყვანა. როგორც წესი, კონტე მარტო ჩემპიონობისთვის არ იბრძვის. ის ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის გასაყვანად ტრანსფერებისთვის ბევრ ფულს დაქაჩავს, ლიდერების დატოვებას შეეცდება. თუ დარჩება, კვარაცხელიას ადვილი სეზონი არ ელის, ჩარჩოებში მოქცეული იქნება. კონტე თავისუფლად მოქმედების საშუალებას არავის არ აძლევს", - განაცხადა კორნეევმა Матч ТВ-ის ეთერში.

დღეს გავრცელდა
ინფორმაცია, რომ კონტემ კვარაცხელიას დატოვება მოითხოვა, თუმცა, იტალიური მედიის ცნობით, პსჟ დანებებას არ აპირებს და ქართველის შესაძენად ყველაფერს იღონებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ნერვების თამაშია ხვიჩა. თუ დარჩები 7 მილონზე ნაკლებად არ დათანხმდე ხელშეკრულების გაგრძელებას 130-150 გამოსყიდვის დათქმით. თუ არა, 1 წლის შემდეგ შეგეხვეწება, როგორც კი კონტრაქტის ვადის დასრულება მოახლოვდება და უფასოდ გაშვების რისკს. ერთი სიტყვით "ბებერი მგელი" ძალიან რისკავს ხელშეკრულების გაგრძელებაზე თუ არ დაგითანხმა და მაგრად დადექი შენს პირობებზე.
გულშემატკივარი
07 ივნისი 2024 12:06
1
Ჩვენი ბარსაგიანი გადადის პსჟ-ში.თქვენი ხვიჩა ვის რად უნდა?
G.LA
07 ივნისი 2024 10:21
8
მაზოხისტი ხარ ბიჭო, ამდენი კაცი რომ გინებას გიწყებს, ეგ მოგწონს? თუ გვეკაიფები ქართველებს სომეხი ლიოვა?
????
07 ივნისი 2024 13:33
2
მოწორდი ხვიჩა ამ წუწურაქას,ხომ ხედავ 2წელი მუქთად გარბენინა...არანაირი კონტედ არ ღირს უევროტურნირებო ნაპოლიში დარჩენას...და ოსიმენს 10მილიონი და კვარას 5ზე ევაჭრებიან???
ზურა ზურა
06 ივნისი 2024 22:41
7
მართალია მარა პსჟ-ში ნაკლები წუწურაქები არ არიან, იქნებ მესამე ვარიანტი გამოჩნდეს ევროპის მერე,
Tem
07 ივნისი 2024 03:52
3
იქნება და არც სჭირდება ეგ ადვილი სეზონი და ადვილი ცხოვრება?!... ჩემი აზრით, ხვიჩასთვის საუკეთესო სტიმული ახალი გამოწვევებია... სხვა ცომისგან არის მოზელილი და იმიტომ... რაც შეეხება ჩარჩოებს, კონტე როგორმე გაერკვევა, ჩარჩოებში მეტი სარგებლის მოტანა შეეძლება, თუ ჩარჩოების გარეშე... რაც მთავარია, კონტესგან ბევრის სწავლა შეიძლება და თუ დარჩა ნაპოლიში, ეგრეც იქნება...
დდდ
06 ივნისი 2024 22:35
5
ხომ ვამბობდი ნაპოლი ზუსტად რუბინის ისტორია მეორდება. ვნახოთ პსჟ რამდენად დაახარბებს ლავრენტას.
G.LA
06 ივნისი 2024 22:30
4
პსჟ კი არა,ხვიჩა არ უნდა დანებდეს და დაბალ ფასში გაშვება მოითხოვოს.
სოსო
06 ივნისი 2024 22:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული