წყაროს ცნობით, პსჟ-მა "კვარას წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა, მამუკა ჯუღელმა კი გადაწყვეტილება "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს მიანდო.
"ლუის კამპოსი (პსჟ-ის სპორტული დირექტორი) დარწმუნდა, რომ არჩევანი არ აქვს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ვერ მოახერხებს. ის უკან უნდა დაიხიოს ისე, როგორც ეს "ნაპოლეონმა" რუსეთში გააკეთა და საკუთარი გეგმები დაივიწყოს.
კამპოსს ქართველის აგენტთან მოლაპარაკებები ჰქონდა, მეტიც, ფეხბურთელი მზად იყო პარიზში გადაბარგებულიყო,
საბოლოოდ, "ნაპოლი" და "კვარას" აგენტი შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელი "პარტენოპეიში" მინიმუმ ერთ სეზონს კიდევ გაატარებს და მისი ამჟამინდელი კონტრაქტი გაუმჯობესდება", - წერს იტალიური გამოცემა.
კიეზა შეიძლება კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"რატომ ამჯობინა პსჟ-მა ქართველი გენიოსი ოსიმენს?" - იტალიელი ჟურნალისტები სიტუაციას განმარტავენ
დაელოდეთ, ეს დასაწყისიც არაა და ვერ დაითვლით, რამდენ ესეთ "ზუსტ" ამბავს გამოაცხობს იტალიის პრესა შემოდგომამდე, საბოლოო სურათი კი სულ სხვა იქნება
ნუთუ კვარას კონტრაქტში ხელშეკრულების დარღვევის გამო ჯარიმა იმ ას მილიონზე მეტია პსჟ რომ იხდის?
თუ არ გაუზრდიან ხელფასს, ან სანაცვლოდ კაბალური ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას მოსთხოვენ მიუგდოდ საჯარიმო თანხა მაგ მზეს და წავიდეს იქ სადაც მონად არ ჩათვლიან