23 წლის ფეხბურთელის თქმით, მომდევნო სეზონში კვლავ საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.
"გიდასტურებთ, შემდეგ სეზონში კვლავ ლიგა 1-ში ვითამაშებ. ისევ საფრანგეთში დავრჩები, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი, რომელ კლუბში ვიასპარეზებ. ყველაფერი მალე გაირკვევა", - განაცხადა მიქაუტაძემ Geo Team-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, გიორგის "მეცი" ლიგა 1-დან ლიგა 2-ში დაქვეითდა. ქართველმა ფორვარდმა გასულ სეზონში ფრანგული კლუბის რიგებში 20 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.
მიქაუტაძე ნაკრებს შეუერთდა - სანიოლის გუნდი სრულად შეიკრა