"ნაპოლის" პრობლემები მოეძალა - დი ლორენცო ხელიდან ეცლება, "კვარას" გასხვისებისაკენ მოუწოდებენ, ოსიმენს მყიდველი გამოუჩნდა

AutoSharing Option
მიუხედავად „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლურენტისის განცხადებისა, რომ ხელშეუხებელი არავინაა, ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ყველა წამყვანი ფეხბურთელის შენარჩუნებას ცდილობს.

იტალიური მედიის ცნობით, მცველმა ჯოვანი დი ლორენცომ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი შეათანხმა. დი ლორენცოს პარასკევს კონტემ დაურეკა და უთხრა, რომ გუნდს მხოლოდ მის ცხედარზე გადაბიჯების შემდეგ დატოვებს, თუმცა დარჩენაზე ვერ დაიყოლია. კაპიტანმა მადლობა გადაუხადა და უპასუხა, რომ მისი ციკლი „ნაპოლიში“ დასრულდა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა კლუბს. „იუვენტუსი“ მზადაა ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, აურელიო კი 25 მილიონს მოითხოვს, რადგან იცის, 50
მილიონს 30 წლის ფეხბურთელში არავინ გადაუხდის, რომლის ფასი, transfermarkt-ის მიხედვით, 15 მილიონია.

დი ლორენცო „ნაპოლიმ“ „ემპოლისგან“ 2019 წელს 8 მილიონად შეიძინა, ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გასულ სეზონში კი 47 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2020 წელს ჯოვანის „მანჩესტერში“ გადასვლის ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და 2022 წელს ლორენცო ინსინიესა და კალიდუ კულიბალის წასვლის შემდეგ გუნდისთავი გახდა.

ვერ ხერხდება ვიქტორ ოსიმენის ევროპულ კლუბში გაყიდვა და ნიგერიელით საუდის არაბეთში“ „ალ ჰილალის“ სახით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა, რომელიც 120 მილიონის გადახდის მზადყოფნას გამოთქვამს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ დარჩება. ადგილობრივი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ კონტეს ხელში კიდევ უფრო პროგრესირება შეუძლია, ხოლო იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონმა ფრანჩესკო გრაციანიმ Tele A-ს ეთერში განაცხადა, რომ ქართველი გუნდში მნიშვნელოვანი როლისაა, უფრო სასარგებლოც შეუძლია გახდეს, მაგრამ ბევრი რამ შეთავაზებებზე იქნება დამოკიდებული და თუ 80 მილიონის გადამხდელი გამოჩნდება, უნდა გაასხვისონ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ანეგდოტის არ იყოს თუ ყველა საცხა უნდა გაფრინდეს, ჩვენ ქართველები ხომ არ მივატოვებთ ნაპოლს კვარასთან ერთად, სადაც კვარა იქნება ჩვენც იქ ვიქნებით
ლალუკა
11 ივნისი 2024 14:55
1
კაპიტანი უნდა გახდეს!! 7 ნომერი მიიღოს, კონტე არაა კალცონა შეიძლება ახალი ენერგიით და მიდგომით და ხვიჩას წყალობით რაღა თქმა უნდა რამე გამოიყვანოს,
მირო
11 ივნისი 2024 12:35
11
უკვე ხვიჩამაც უნდა დააფიქსიროს თავისი სურვილი წასვლის შესახებ. მორიდების და ხათრის დრო არ არის, სასწორზე მისი კარიერა დევს.
გიორგი
11 ივნისი 2024 12:13
3
თუ ხვიჩაც უარს იტყვის დარჩენაზე(მას კი,საამისოდ სხვებზე მეტი მიზეზი აქვს),კონტეც ქუდს დაიხურავს,სად მოგყავდიო.დე ლაურენტისს,ოსიმენის იაფად გაშვება მოუწევს,ვერც დი ლორენცოს დაიტოვებს და ხვიჩაც თუ მაგრად დაუდგა,ნაძალადევად ვერც მას დაიტოვებს.დე ლაურენტისს,გუნდის მართვის სხვისთვის გადაცემა,ან საერთოდ გაყიდვა მოუწევს.მგონი ჯუღელიღა დარჩა,მისი გულშემატკივარი.როგორც ის შარშან მოიქცა,არანაირ ნორმებში არ ჯდება და როგორც ამბობენ,კარმამ უწია.
კონტე რომც დარჩეს,არ მესმის,ხვიჩას შეზღუდვით,მხოლოდ მისი სქემით თამაში როგორ უნდა აიძულოს.არადა მას სხვანაირად არ შეუძლია.
სოსო
11 ივნისი 2024 11:10
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული