"მოურინიოს ხვიჩასთან კონფლიქტზე ვკითხე... მიპასუხა, კვარაცხელიას ეს ვუთხარიო..." - შოთა არველაძემ "რომასა" და "ნაპოლის" მატჩში მომხდარ ეპიზოდზე პორტუგალიელი მწვრთნელის ნათქვამი მოჰყვა

AutoSharing Option
Youtube-ზე გადაცემა "ორშაბათობას" სტუმარი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე გახლდათ, რომელმაც საინტერესო ისტორიებს მოჰყვა.

ის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალის წინ ჟოზე მოურინიოს შეხვდა და ხვიჩა კვარაცხელიასთან კონფლიქტის ამბავზე დაეკითხა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი "რომას" თავკაცობდა და "ნაპოლისთან" შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში მასსა და ქართველ ფეხბურთელს შორის დაძაბული საუბარი შედგა.

"მოურინიოს ხვიჩაზე ვკითხე... ვუთხარი, შენ სულ მოგწონს ვიღაცის თამაშიდან გამოთიშვა-მეთქი. მიპასუხა, რამდენჯერმე ისე დაეცა, გაფორმება სცადაო და ამიტომ კვარაცხელიას ვუთხარი, შენ ამისთვის ძალიან დიდი ხარო. 

ჟოზეს ვუთხარი, მთელი საქართველო იწყებდა გინებას, სანამ ხვიჩას
ლოყებზე მოფერება არ დაუწყე-მეთქი", - თქვა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 36 /
ვანდა როგორ არის შოთი? გეცოდინება.))))))))))
კოლა პაპა
09:55 14-06-2024
0

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში სიტყვა "ლეგენდარული" განმარტებულია როგორც არაჩვეულებრივი, შეუდარებელი.
შ.არველაძე არის ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი?
ვადასტურებ მის მიმართ პატივისცემას და ვთვლი, რომ ის არის გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი.
ა.
11:30 12-06-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული