l'equipe: გადაწყდა - მიქაუტაძეს "მონაკო" შეიძენს

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, საქართველოს ნაკრების 23 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე "მეცს" დაემშვიდობა და კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს.

გამოცემა წერს, რომ მიქაუტაძემ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, მისი სამსახურით ბევრი კლუბი დაინტერესდა, განსაკუთრებით, ფრანგულები აქტიურობდნენ და ფეხბურთელმა საბოლოოდ არჩევანი "მონაკოზე" გააკეთა.

"მონაკო" ქართველი შემტევის სანაცვლოდ 22 მილიონ ევროს გადაიხდის. "მონაკო" ლიგა 1-ში მეორე ადგილზე გავიდა, მხოლოდ პსჟ-ს ჩამორჩა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

თუმცა გიორგიმ "ინსტაგრამზე" დაწერა, რომ თავის მომავალზე ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია და როდესაც ეს მოხდება, ყველას სიამოვნებით გვაცნობებს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
მონაკოში, ერთ ერთ საუკეთესო სამეფო ქალაქში იცხოვრებ, საყვარელი საქმით იქნები დაკავებული, ერთ ერთი წარმატებული გუნდის წევრი გახდები, ძაან მაგარ :)კამანდაში:) იმოძრავებ. მეფე ჟორჟი მონაკოს სამეფოში იდეალური არჩევანია წარმატებები.
ჯუსიფრუტ
10:30 12-06-2024
0
და ხელფასი რამდენი ექნებაოოო.....ხვიჩაზე მეტი ხომ არა შემთხვევით..
Jora-giorgi
10:22 12-06-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული