"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

AutoSharing Option
"ნაპოლი" სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიასა და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.

ქართველი შემტევის მშობელმა თქვა, რომ უნდა, მისი შვილი "პარტენოპეიდან" წავიდეს; ჯუღელის თქმით კი, პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდია.

"ვეხმაურებით კვარაცხელიას აგენტისა და მამის განცხადებებს და შევახსენებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს.

კვარაცხელია არ იყიდება. გუნდთან კონტრაქტის მქონე ფეხბურთელის მომავალს არ წყვეტენ აგენტები ან მამები, არამედ ნეაპოლური კლუბი!!! ისტორიის დასასრული", - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ "პარტენოპეი" ჩვენებურთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს
აწარმოებდა, ფეხბურთელის დამატება კი პსჟ-ს სურს.

alt"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?

მკითხველის კომენტარები / 58 /
ჯუღელი არის გოიმი, წერტილი. ნაპოლი ლიგაზე არ არის და ბავშვს ერთი წელი უცდება, გვინდა რომ სხვა გუნდში გადავიდეს, ამას შეიძლება ფიქრობდე მაგრა იმედზე ამის ჩიფჩიფი არის დამაზიანებელი ფეხბურთელისთვის. ჩემპიონთა ლიგაზე რუბინიც არ ყოფილა მაგრამ ჯუღელის ნერვიულობა არ მახსოვს
ლაშა
17 ივნისი 2024 22:23
2
აი ნაპოლის ეგ განცხადება ვინც დაწერა პასუხი უნდა აგოს. ბოდიშიც უნდა მოახდევინონ და გადადგეს. ეგ არის ვიღაცა დეგენერატი ქართველებს პატივს არ ცემს, ხვიჩას მამაც ფეხებზე კიდია ჯუღელთან გააიგივა მოკლედ მარტო ხვიჩა უნდათ "სიძედ" და ეგ თავისი ანტიქართული დეგენერატული კაპრიზი გადმოანთხია თავისი გაისწორა. ხვიჩას ადგილზე პასუხს მოვთხოვდი პირადად ახსნა განმარტებას ვაიძულებდი ამ კაცმა ასეთი რა დააშავა და შენ ვინ მოგცა მაგის უფლება რომ ასე საქვეყნოდ (უადგილოდ) უსწორებ რაღაცას და დეგენერატულ შენიშვნას აძლევ და აზრის გამოთქმას უკრძალავ. ზღვარს გადავიდა რო გაბედა იერიშის მიტანა. ხვიჩას მამას ელემენტარული პატივი უნდა სცეს და ესეთი უპატივცემულო ნაგლი განცხადებით არ უნდა გაეპასუხონ.
x
17 ივნისი 2024 20:26
3
ისე თუ Fეხბურთელს არ უნდა ძალაა გუნდში დარჩეს? რა 21 საუკუნის მონობაა? თუ ჯუღელმა დადო ასე მონური კონტრაქტი? 10 მილიონად იყიდა, 30 მილიონად რატომ არ უნდა იყოს კონტრქატის გაწყვეტის შესაძლებლობა სიტყვაზე?
ირაკლი
17 ივნისი 2024 20:04
1
ვიცით ბატონო რომ ხვიჩას კონტრაქტი აკავშირებს გუნდთან და ასეთი გაბრაზებული ტონით რატომ წერენ? მამამისმა გარკვევით თქვა რომ ეს მისი სურვილია და თან დასძინა რომ ამ თემაზე მას ხვიჩასთან არ უსაუბრია. ამ იტალიელებსაც ქართველებივით 70% აზრის გამოტანა არ შეუძლიათ ნათქვამიდან? რა არის აქ საწყენი?.
დავით 67
17 ივნისი 2024 15:56
7
ხვიჩას ნერვები აქვს რკინის და აურზაური ჰკიდია. კარგია რომ პსჟ ამდენს იხდის ამით ნაპოლი ხელფასს მინიმუმ გაუსამმაგებს. ხვიჩა ნაპოლის საკუთრებაა და ლაურა გადაწყვეტს რა თქმა უნდა თავისთვის. ჩვენ კი დავტკბეთ ხვიჩას და ნაკრების თამაშით მჯერა რომ საოცარ შედეგს დადებენ.
suxumchanin
17 ივნისი 2024 15:31
1
ჩვენ გვიდაო, რომ ახლა კომენტარები არ ვაკეთოთ ამაზე და ხვიჩას თავსატკუვარი არ გავუჩინოთ, რომ ევროპაზე იყოს კონცენტრირებულიო და ისეთი სულელური განცხადებები აკეთებს ტიპებმა, დე ლაურენტისი გამოეხმაურა. ასეთი ცეტი აგენტი მეორე არ ვიცი.
odala
17 ივნისი 2024 14:49
1
დიმა ობოლაძე,სხვა ნაკრების ფეხბურთელების მამები და მენეჯერები რატომ არ გისხედან გადაცემაში?!ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ ახლა ამ ინტრიგების დრო იყო?!რატომ ახდენთ ზეწოლას ხვიჩაზე??დაასვენეთ ამ ოპოზიციურმა და სამთავრობო არხებმა ნაკრების ფეხბურთელები!!!!
საქართველო უპირველესად
17 ივნისი 2024 14:22
3
ეგრეა,სამწუხაროდ პროფესიულ სპორტში.მაგაზე ჯუღელს უნდა ეზრუნა თავიდან,მარა უცებ ჩავარდა ქერის ორმოში და რა,ფიქრი რის ფიქრი.
კახა ქ.
17 ივნისი 2024 14:04
1
იყო თუ არა ნაპოლიში ხვიჩასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ხმა ამოსაღები? რა თქმა უნდა იყო და ჯერ კიდევ სეზონის დასასრულს. ეხლა კი ფაქტია ძალიან არასახარბილო მომენტში გაჟღერდა: სულმთლად ნაკრების დებიუტის წინა დღეს! თუ ეს არ იქნა გათვალისწინებული, ისე მაინც უნდა გაკეთდეს, რომ ხვიჩას მომავლისათვის გარანტირებულად სასარგებლო შედეგი მოიტანოს. როგორც უმეტეს შემთხვევაში დასავლეთში, ამა თუ იმ საკითხის გადაჭრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პრესისა და საზოგადოების განწყობას. აქამდე ხვიჩასადმი დადებითი განწყობები, მისი მენეჯმენტის მიერ არ იქნა სათანადოდ მატერიალიზებული . იმედია ამჯერად მაინც გააზრებულად მოქმედებენ და გათვალისწინებულია ის მაღალი რისკები, რაც ინტრიგებში დახელოვნებულ კლუბის მენეჯმენტთან დაპირისპირებას თან ახლავს. როგორიც არ უნდა იყოს ხვიჩას წარმომადგენლობა, ისინი ქართველი გულშემატკივრისთვის უმნიშვნელოვანესი ბიჭის მომავალ კარიერას განსაზღვრავენ. აქამდე მათ წარმატებას პროფესიონალიზმზე მეტად იღბალი განსაზღვრავდა. იმის იმედს მაინც ვიტოვებთ, რომ მომავალშიც გაუღიმებთ ფორტუნა და ყველა მხარესითვის მისაღები გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
ამატაკი
17 ივნისი 2024 13:45
0
ხვიჩამ დახაზოს ჯერ გერმანიაში და მერე ვილაპარაკოთ, პსჟ 100-ს კი არა, 150 მილიონსაც გადაიხდის და რა თქმა უნდა ლაურენტისი ცთუნებას ვერ გაუძლებს, ხვჩა გადავა და პსჟ ლიგასაც დადებს. აგერ ნახავთ, ასე თუ არ იქნება.
დასუროვო?
17 ივნისი 2024 13:41
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული