ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩის შემდეგ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოსა და თურქეთის (1:3) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ Sky Sports-თან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

"კვარას" თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ფიქრობს და საკლუბო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

"ჩემი მომავალი? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვფიქრობ. არ მინდა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გავაკეთო", - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადეს, რომ "ნაპოლისა" და მოთამაშეს შორის ყველაფერი ევრო 2024-ის შემდეგ გადაწყდება.

alt

"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?
მკითხველის კომენტარები / 60 /
მოედანზე, ინტელექტიც, უნარებიც ხვიჩას გაჯიუტებული ყმაწვილობის, და 'მამების' მძევალი მეჩვენება. გაბუტული პიტერპენივით თვითშეპყრობილი რო მოსეირნობდა თურქების პირველ გოლზე, ან თავისივე დაკარგულ ბურთზე სხვებს რო აუჯანყდა მოედანზე ბოლოს....
ვანდა ჯიქია
19 ივნისი 2024 11:43
6
ხვიჩას ამ თამაშზე არაფერი არ გაუკეთებია. ბევრად უკეთ ითამაშეს სხვებმა მიქაუტაძემ. ქოჩორაშვილმა
გამყრელიძე
19 ივნისი 2024 14:22
10
და მათი დაცვის ორი-სამი წევრი მუდმივად რომ დაკავებული ჰყავდა, ეს არაფერია, ხო?
???
19 ივნისი 2024 17:46
1
ამისთანა ბედნიერება გვარგუნა უფალმა და ჩვენ მაინც არ გვსურს დავინახოთ ? მაშინ იქნებ იმათ ვაცალოთ ვისაც შეუძლია ეს, ხვიჩა,, თქვენ ყველა ,ბიჭებო კაცებო ქართველობო, დინამოს ემოციები განაახლეეთ ,გვეამაყებით სრულიად საქართველოს.
შალვა გურჩიანუ
19 ივნისი 2024 23:24
0
შორს თქვენი ბინძური ხელები ხვიჩასგან. ხვიჩას ფეხის ნაბანად მაინც ღირდეთ მისი კრიტიკოსები.
ქართველი
19 ივნისი 2024 11:26
38
Შეგარგოს დედის რᲫესავიᲗ ეგ წყალი Შენ და ჯუᲦელს.
ანრი
19 ივნისი 2024 12:50
2
წარსულს ჩაბარდა კვარას გამო პანიკური მდგომარეობები დაცვაში))), ბოლო თვეებია აშკარა სტაგნაცია აქვს. გააჩერა ზრდა, სისწრაფე დაკარგა, და ნერვებს აყოლილიცაა ...
თვითმიზნად არ უნდა დაისახოს დრიბლინგები, გუნდურობაზე რომ გადაეწყოს სასურველია და დრიბლინგის საჭიროებაც მდგომარეობიდან გამომდინარე გამოჩნდება..
გველესიანი სასტარტოში ჩეხებთან, იმედია კიტეიშვილიც მზად იქნება. წარმატება საქართველოს
rable
19 ივნისი 2024 14:11
4
სანამ კობიაშვილი, სანიოლი ,ხიზანა და კაშიაა (კაპიტნად მითუმეტეს ) --ქართული ფეხბურთი ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ გააკეთებს. სულ არ გაგიმართლებს-- მაგრამ სიმართლე არავის არ უყვარს-- სამწუხაროდ. ჯერ ნაცების და მერე ქოცების.... იმედგაცრუებული გულშემატკივარი
mixo
19 ივნისი 2024 10:44
23
იქნებ მეტი სიცხადე შეიტანო შინაარსში
baggio
19 ივნისი 2024 11:12
0
იქნებ მეტი სიცხადე შეიტანო შინაარსში
baggio
19 ივნისი 2024 11:10
0
ყველა გამოხმაურება
სათაურია საკუთარ მომავალზე ისაუბრაო და ტექსტშიბწერია. საკუთარ მომავალზე არაფერს ვფიქრობ ნაკრებია თამაშებზე ვფიქრობო. "სწრორი" სათაური შერჩევის ჟურნალისტს. პროფესიონალიზმის მეტყველებს
გუგუშ
20 ივნისი 2024 09:36
0
„სენსაციური" სათაურით ცდილობენ ყურადღების მიქცევას. მთელი ჩვენი ჟურნალისტიკა ასეთი ფეიკებით იმკვიდრებს თავს.
მახარე
20 ივნისი 2024 15:30
0
ხვიჩა არ ვიცი მარა, ჩაკვეტაძე,რომ ვარსკვლავად ყალიბდება ეს ფაქტია.
ნოდარი
19 ივნისი 2024 15:05
2
კაი რა ხვიჩა, ისევ რუბინის ბაზაზე ხომ არ უნდა დაბრუნდე, რომ ზრდა გამაგრძო?!
ბმბ
19 ივნისი 2024 14:37
7
თუ შემდეგ თამაშზე ჩეხებთან ეს ისევ ძირითადში იქნება უეჭველი წავაგებთ.დავითაშვილი ან ლობჟანიძე უნდა იყოს
!!
19 ივნისი 2024 11:41
14
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული