ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოსა და თურქეთის (1:3) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ Sky Sports-თან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.
"კვარას" თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ფიქრობს და საკლუბო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
"ჩემი მომავალი? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვფიქრობ. არ მინდა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გავაკეთო", - განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადეს, რომ "ნაპოლისა" და მოთამაშეს შორის ყველაფერი ევრო 2024-ის შემდეგ გადაწყდება.
10:00 19-06-2024
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩის შემდეგ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
გაიგეთ, ხვიჩა გუნდის სული და გულია, ხვიჩას მოედნიდან გაყვანა ნიშნავდა გუნდის ობლად დატოვებას.
ხვიჩა დიდი ძალაა რომც იდგეს, რამდენიმე დამცველს მისკე აქვს ყურადღება გადატანილი და ერთი ადგილი უკანკალებს, და იმდენს უკანკალებს ბოლოს შესაცვლელი ხდება, გესმით ?
მარჯვნივ რომ ბიჭებმა გაილაღეს და თავზე დაამხეს თურქებს, ლომის წილი კვარაზეცაა.
სანიოლმა ეს კარგად იცის.
ხვიჩაც აფეთქდა რამდენჯერმე, პირველად ითამაშა ევროპაზე, დალაგდება შემდეგში
ტყიბულელების სახელით , მოგიკითხე ოჯახში ყველა მდედრი ზურგიან სკამზე მაღალი და კარადაზე დაბალი შე არაფრის მაქნისო !!!
ქოჩორაშვილი კი საკუთარ თავზე მაღლა ახტა, ყოჩაღ!