ფრანჩესკო კალცონა: კვარაცხელია "ოქროს ბურთს" მოიგებს, თუ...

AutoSharing Option
სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ "კორიერე სპორტთან" ინტერვიუში "ნაპოლიში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:

"გუნდის და სატურნირო მდგომარეობის გამო ამა თუ იმ ფეხბურთელის პირადი პრობლემების მოსაგვარებლად ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მქონდა. რა აკლია კვარაცხელიას? თქვენ ევროპის ჩემპიონატზეც ხედავთ ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელს, რომლებიც უბურთოდ თამაშში აქტიურ და სისტემურ მონაწილეობას იღებენ. "კვარა" ამას იშვიათად აკეთებს. აგრეთვე, 30 მეტრის მანძილიდან უკეთ დარტყმა უნდა ისწავლოს და ნახევარდაცვაში უფრო პროდუქტიული იყოს. თუ ამ სამი კომპონენტის გამოსწორებას შეძლებს, "ოქროს ბურთს" მოიგებს, დარწმუნებული
ვარ".

altკონტემ კვარაცხელიასთან და დი ლორენცოსთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა

altნეაპოლში თავს იმშვიდებენ, რომ ეს შესაძლოა, კვარაცხელიას დარჩენის მანიშნებელი იყოს - რა ფოტოები გამოაქვეყნა გუშინ ხვიჩას მეუღლემ და რას წერს იტალიური მედია ამის შესახებ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
70-იანი წლების თბილისის დინამოში თამაშობდა თავდამსხმელი გივი ნოდია.ის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა,მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა და 100-ანთა კლუბის წევრიც გახდა,მაგრამ კვარას ამბავმა მისი ისტორია გამახსენა.პირველ წლებში,გივი ნოდია ძალიან ფეთქებადი ტავდამსხმელი იყო,რომელიც მცველებს მუდმივი აჩქარებებით,ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და ბევრი გოლიც გაჰქონდა.ასე არ შეიძლება,ძუნძულიც უნდა ისწავლო,გივი.ჩასჩიჩინებდნენ მწვრთნელები თუ მეგობრები და მანაც ისწავლა ძუნძული.ისე ისწავლა,რომ მხოლოდ ძუნძულითღა გამოირჩეოდა.
პირველ სეზონში,კვარაცხელია,კაშკაშა თავდამსხმელი იყო.მერე და მერე,ყველა ჩასჩიჩინებდა,დრიბლინგი კი არა,დაცვაში თამაში უნდა ისწავლო,მთელი ფლანგი დაფარო,კუნთები განივითარო,რომ ვერ დაგჩაგრონ.რამდენი მწვრთნელი გამოიცვალა და ყველა ცდილობდა,კაშკაშა ფლანგის თავდამსხმელისაგან,ნახევარმცველი გამოეყვანა.დღეს უკვე ვხედავთ,რომ კუნთური მასა განივითარა და დრიბლინგების კეთებასაც მოუკლო.უკანაც ჩამოდის,მაგრამ როცა წინ გარბის დრიბლინგებში ვეღარ არის ისეთი წარმატებული.ისე არ მოხდეს,რომ ვარსკვლავი თავდამსხმელისაგან,საშუალო დონის ნახევარმცველი გამოგვიძერწონ.დე ლაურენტისისაგან ზეწოლა,მწვრთნელებისაგან ზეწოლა,გულშემატკივრებისაგან ზეწოლა.ბიჭი ალყაშია და ახრჩობენ.მეშინია არ გატყდეს,რადგან ერთხელ თუ ბზარი გაჩნდა,მისი გამთელება ძნელია და ჩვენივე ხელით და ენით არ მოვსპოთ ამ ბიჭის ტალანტი.ქართველების სენია,სულ მუდამ გმირის გამოჩენას ვნატრობთ,მაგრამ სადმე თუ გამოჩნდა,დავეხვევით ყველანი და სანამ სულს არ ამოვხდით,არ მოვეშვებით.მერე კი კვლავ მოთქმა გოდებას ვიწყებთ და უკვე დამარხულ გმირს მივტირით.
სოსო
22 ივნისი 2024 03:50
1
რა ზუსტი მაგალითი მოიყვანეთ ბატონო.გივი ნოდიას თამაშისას მოზარდი ვიყავი,მახსოვს მამაჩემთან მოსული მეგობრები როგორ განიხილავდნენ მის თამაშს.მამას მეტრეველი უყვარდა ძალიან. მოყვარულებში მის პოზიციაზე თამაშობდა.მეც ასე მომწამლეს ფეხბურთით. 13 წელი ელოდა ვაჟის დაბადებას და სლავა დაარქვა ჩემს ძმას. ამიტომაც ვარ ფეხბურთზე გადაყოლილი.ხვიჩას გამოჩენამ რადიკალურად შემცვალა.გამიჩნდა ჰობი და ცხოვრების ინტერესი,ისევ დავუბრუნდი სპორტულ ცხოვრებას"მარადონაზე" ერთხელ მაინც რომ მოვხვდე.მისი ყოველი ნაბიჯი ვიცი,ხან პოლემიკაშიც შევსულვარ ტიფოზების ჯგუფში.იქაც აღნიშნავენ მის არასათანადო როგორც ხელფასს,ასევე მის სათამადო ამპლუას, მეოთხე მწვრთნელი გამოიცვალა და ყველა თავის ხუშტურებს ახვევს თავს,იმიტომაც მალე იღლება,უკან დაცვაში მორბის წინ თავდასხმაში,მარიო რუის რამდენს ლანძღავდნენ ქართველები,არადა რაც მარიოს ტრამვის გამო გაუცდა ხვიჩა მის ფუნქციებსაც ითავსებდა,კიმის დროს კომფორტულად იყო, კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება,მაქსიმალურად წურავენ ჩვენს ბიჭს და ზუსტადაც უნდა წავიდეს ნაპოლიდან.ლაურენტისს იმ ხარბ და გაუმაძღარ ორივე თვალში დავაჭედებდი პინგპონგის ბურთებს.
ლელა
22 ივნისი 2024 12:11
1
ერთი რამ ზუსტად ვიცი, კვარა ნებისმიერ თამაშში ქმნის 1-2 100%_იან საგოლე მომენტს, ბევრი ფეხბურთელი იცით, ვისაც ანალოგიური რამ შეუძლია? თურქეთთანაც იგივე იყო.
П
21 ივნისი 2024 17:31
1
ვერ მოიგებს ოქროს ბურთს, თუ რეალის ან მანჩ სიტის მაგვარ ტოპ კლუბში არ ითამაშა. გარდა ამისა ევროპას უკვე ჰყავს ისეთი ტალანტები როგორიცაა გიულერი, იამალი...
ბექა
21 ივნისი 2024 13:27
7
სწორია ეს კაცი... სტადიონზეც ჩანდა რომ საკმაოდ ნელია კვარა (სამწუხაროდ სხვა ფეხბურთელებიც) პირველი გოლის გაშვებაში მისი ბრალიც არის, გვერდზე ედგა თურქი და დარტყმის დროს სათანადო ყურადღება არ მიაქცია. ერთფეროვანი დრიბლინგი, შორიდან დარტყმა არ გამოსდის... ვერცერთ გადამწყვეთ თამაშში ვერც გოლი გაიტანა და ვერც ლიდერობა გამოუვიდა.

ძალიან მტკივნეულია მისი ესეთი რეგრესი. ალბათ ვერ გაუძლო ამხელა ყურადღებას, მოლოდინს და "კვარადონას" წოდებას. იმის მერე რაც მილანთან ჩემპიონთა ლიგაზე პენალტი ვერ გაიტანა და რამოდენიმე თამაში ჩაააგდო, მგონი დაკომპლექსდა და შეიბოჭა. თუ ვერ დაძლია ეს ფსიქოლოგიური პრობლემა და ზემოთ დაწერილი უნარები არ გააუმჯობესა, დარჩება ერთი სეზონის მოვლენად.
ბესო
21 ივნისი 2024 12:13
11
კვარაცხელიას კი არა ნებისმიერის კრიტიკა შეიძლება, მაგრამ ღვარძლნარევი და ბოღმა რო ჩანს კომენტარებში ზიგიერთს ეს დაგახრჩობთ. ახალი სპორტია კვარას მისამართით ბოღმის ნთხევა? კვარას დიდი დამსახურებას რო ევროზე ვართ მაგრამ არ გესმით ან არ გინდათ გაიგოთ. ტეხავს მოკლედ რო ვთქვა...
ბექა
21 ივნისი 2024 11:53
4
ხო სულ კვარაცხელიამ გაგვიყვანა,ყველაზე დრამატულ და დაძაბულ მომენტში(პენლების დარტყმის დროს) ტრამვა მოიმიზეზა და მოედნიდან გავიდა.ამიტომ კვარაცხელიას ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის ჩვენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში.
ლაშა
21 ივნისი 2024 15:39
6
კვარაცხელია არის ძალიან ბევრ რამეში დამნაშავე როგორც მოედანზე ისე მოედნის გარეთ:პოპულისტობა,ღორობა,ბევრი ლაპარაკი ,თავში ავარდნა, ყურადღების ცენტრში ყოფნა უაზრო ლაპარაკებით მართლა რომ ვგულშემატკივრობ იმიტომ ვაკრიტიკებ,ტიპი რობოტია ერთ ხაზზე მოძრაობს , 36 წუთზე იმდენი ვარიანტი ქონდა თუ კარში დარტყმას აპირებდა მაქსიმუმ 2 შეხება...ეგაა ამ საზოგადოების ლაყაფს რომ უსმენს შედეგიც სახეზეა, თავიდან კი კარგად დაიწყო!
დაბნეულა
21 ივნისი 2024 13:40
8
ყველა გამოხმაურება
გუნდი როცა უბურთოდ არის კვარაცხელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი არის 0.ანუ მთლიანად გათიშულია დგას და არც ცდილობს ართმევაზე თამაშს ან უკან ჩასვლას თუ ჩადის კიდე მისეიორნობს.არადა ვინგერის ფუნქცია სწორედ ეგაა თავის ფლანგზე წინ და უკან სირბილი როგორც უბურთოდ ისე ბურთან ერთად.
ლაშა
21 ივნისი 2024 11:22
8
კვარას რომ ისე გაეგრძელებინა როგორც ნახევარი სეზონი იბრწყინა ახლა ტოპ კლუბში იქნებოდა,მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ სუსტი ნებისყოფის აღმოჩნდა,პირველ ადგილზე ქალი დააყენა და ახლა საშუალო დონეზე თამაშობს.არადა დიდი შრომით შეეძლო ოქროს ბურთის კანდიდატიც გამხდარიყო.ნაცი ქოცი რა შუაშია.
ჩემი აზრით
21 ივნისი 2024 11:03
7
სრულად გეთანხმები, მაგრამ ქალი რა შუაშია.
რეალისტი
21 ივნისი 2024 12:13
5
მართალს ამბობს ეგ კაცი.
გასულ თამაშში მოგერიებული ბურთისთვის რომ ებრძოლა 1ელი გოლი არ გავიდოდა. იმედია მიუთითებს სანიოლი ეგეთ რამეებზე.
და უნდა აუხსნან რომ მარადონა არ არის და დაეშვას მიწაზე.
gzp
21 ივნისი 2024 11:00
3
ისე მართლა ავადმყოფები ხართ ვინც ამ გაგანია ევროს დროს ნაკრების ფეხბურთელებს პოლიტიკური მიკერძოების ნიშნით ყოფთ და პოლარიზაციას ეხლა ცდილობთ ნაკრებშიც შეიტანოთ,არ გამოვა- თქვენ ვიღაც უსახელოებმა კი არა, ხომ ნახეთ ეს თბილისის ძლევამოსილმა დერსსკიი მერმაც ვერ შეძლო-ტყუილად ირჯებით,მაინც ამოვთხრით და გავალთ შემდეგ ეტაპზე. ისე აღიარეთ თქვენ სულწაწყმენდილნო-გაგიხრდათ ხომ ქოჩორამ რომ ვერ გაიტანა ააა....არა უშავს ხვალ გაიტანს, ზუსტადაც კვარას პასით...
Jora-giorgi
21 ივნისი 2024 10:28
9
ჩემთვის, როგორც ქართველისთვის მთავარია ნაკრებმა მოიგოს და სულ მკიდია ვინ ვისი კუმირია და ვინ ვის აღმერთებს და ლოცულობს. .. დღეს დღეობით დიდ ჭაობში ვზივართ და გვინდა გამოვაჩინოთ გუნდი როგორს ყველაზე მაგარი ნაკრები…. ისევ და ისევ ყველამ ისწავლეთ არაბული ციფრების ცნობა. … ნაკრებმა გუნდა უნდა მოიგოს რომ რამე კარგი დაწერო მაგათზე.
ივანე
21 ივნისი 2024 10:05
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული