"იცით, ჯუღელმა რატომ თქვა, რომ "კვარას" "ნაპოლიდან" წასვლა სურს?" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მიზეზი დაასახელა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ საკუთარ "იუთუბგვერდზე" "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა გადაცემის "სპორტი იმედზე" ეთერში განაცხადა, რომ "კვარას" "ნაპოლიდან" წასვლა სურს.

პედულას თქმით, ქართველმა საფეხბურთო მენეჯერმა მსგავსი რამ იმის გამო თქვა, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩას ხელფასი გაუზარდოს.

"ჩვენ "ნაპოლიში" ყოფნა აღარ გვსურს, რადგან ისინი არ გვაძლევენ ხელფასს, რომელსაც ვიმსახურებთ" - ჯუღელის განცხადება პირადად მე ასე მივიღე. ეს ბიჭი ყოველწლიურად 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ოსიმენი კი - 11 მილიონ ევროს. რა თქმა უნდა, ასეთი
განცხადებები ფულს უკავშირდება.

არტიომ დოვბიკი? "ნაპოლი" მის დამატებას განიხილავს, მაგრამ უკრაინელი ჯერჯერობით შეთავაზებას "ატლეტიკოდან" ელოდება. უკრაინელის მსურველ კლუბებს მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ", - განაცხადა პედულამ.

altფრანჩესკო კალცონა: კვარაცხელია "ოქროს ბურთს" მოიგებს, თუ...

altკონტემ კვარაცხელიასთან და დი ლორენცოსთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა

altნეაპოლში თავს იმშვიდებენ, რომ ეს შესაძლოა, კვარაცხელიას დარჩენის მანიშნებელი იყოს - რა ფოტოები გამოაქვეყნა გუშინ ხვიჩას მეუღლემ და რას წერს იტალიური მედია ამის შესახებ [VIDEO]

alt"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას უსამართლოდ აკრიტიკებთ" - მერაბ მეტრეველმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა

მკითხველის კომენტარები / 10 /
სწორად მოიქცა ჯუღელი რომ დააჩქარებინოს ხწლფასის მომატება ან პარიზელებს მიანიშნა რომ.მზადა გადასასვლელად როგორც სხვა ტოპ კლუბებს ასე რომ გაანებეთ თავი ჯუღელს. ყველამ ჩვენ საქმეს მივხედოთ ჯობია
ემიგრანტი
12:45 21-06-2024
7
ხვიჩას ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა. აურელიოს გუნდი ვერ განვითარდება და ვერ მოიგებს დიდ ტურნირებს. აურელიო ახალ მწვრთნელსაც გააგდებს მალე. ხვიჩამ ნაპოლისთან ახალ კონტრაქტზე უარი უნდა თქვას, თუ ნორმალური გამოსასყიდი ფასი არ შეიტანა აურელიომ.
რეალობა
12:13 21-06-2024
1

სიახლეები პოპულარული