"ჯუღელმა თავდაპირველი მოთხოვნები შეცვალა" - Calcionapoli24 "კვარასა" და "ნაპოლის" მოლაპარაკებებზე წერს

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლისთვის" ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება იქნება.

წამყვანი იტალიური გამოცემების ცნობით, "პარტენოპეის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ქართველს მისი პროექტის ფუნდამენტურ ნაწილად თვლის.

CalcioNapoli24-ის ინფორმაციით, თუ აქამდე "კვარას" აგენტი მამუკა ჯუღელი მისი კლიენტისთვის ხელფასის სახით წელიწადში 4.5 მილიონი ევროს გადახდას ითხოვდა, ახლა ეს რიცხვი 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

გამოცემა ირწმუნება, რომ ამ მოთხოვნას ორი მთავარი მიზეზი აქვს: პირველი ვიქტორ ოსიმენის ხელფასი გახლავთ, მოგეხსენებათ, ნიგერიელი წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მეორე მიზეზი კი ისაა, რომ "პარი
სენ ჟერმენი" ქართველის დამატებითაა დაინტერესებული და "კვარას" 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ამ ულტიმატუმს აურელიო დე ლაურენტისი.

alt"რონალდოსთან შიშის გარეშე" - კვარაცხელიამ და დავითაშვილმა კომენტარი გააკეთეს

alt"მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია..." - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საბა ლობჟანიძეზე?

alt"კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს? "იუვენტუსი" კიეზაში სიამოვნებით გაცვლიდა" - ბეციმ ქართველზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლავრენტა იმდენს იწუწკებს ამასობაში მოვა 2027 იც და წავა კვარა თავისუფლად .
რიო
25 ივნისი 2024 15:03
1
ამ მოლაპარაკებების ბრალია რომ კვარა თავის თავს აღარ გავს. ვერავინ ვერ დამაჯერებს იმაში, რომ ეს ყველაფერი არ მოქმქდებს ახალგაზრდა , წარმატებული კაცის ფსიქიკაზე. ცოტა ხანი დაეცადათ ამ მამაცხონებულებს დამთავრდებოდა ეს ევრო და მერე ევაჭრათ.
ანაგელი
25 ივნისი 2024 14:32
3
ათას პროცენიანი ხარ ახალგაზრდა ბიჭს რომელსაც ახალშექმნილი ოჯახი აქვს ფული არასდროს არ არის საკმარისი …პლიუს თავმოყვარეობის საკითხია ამხელა ვარსკვლავი რომელსაც მინიმუმ 6-7 მილიონი ეკუთვნის ორი წელი მილიონზე ათამაშეს ესე იგი 10 მილიონზე გადააგდეს უკვე და მთავარი ფეხბურთელის კარიერა ჯერ ერთი რომ ხანმოკლეა და მეორე რა იცი რა ხდება …ასე რონ უნდა მიაწვეს ბოლომდის …!!! რაც შეეხება ნაკრებს რა გინდათ მშვენივრად თამაშობს და თავს არ ზოგავს და გოლები და ასისტები ეგრე სადააა რამდენმა ვარსკვლავებმა გაიტანეს აბს ნახეთ ყველას ან თითო გოლი აქვს ან თითო ასისტი ….ახა მესამე თამაში იქნება და დადებს იქ მაგ ერთ გოლს და ერთ ასიტსაც ვააა …შემოინახა კუმირისთვის საპატივცემულოდ ასე რომ შეეშვით და აცალეთ რაა…
მდააა
25 ივნისი 2024 18:55
2
თუ არ დათანხმდა ლაურენტისა და რისი გაკეთება შეუძლია ამ შემთხვევაში ჯუღელს?
ზიკო
25 ივნისი 2024 13:34
1
რისი გაკეთება შეუძლია და ხვიჩა ითამაშებს ისე და იმდენს რამდენსაც გადაუხდიან. ეს კი კონტეს არ უნდა აწყობდეს.
ჟორა
25 ივნისი 2024 15:15
2
პსჯ-ეს თუ რეალურად სურს, შეუძლიათ კონტრაქტის დარღვევის ჯარიმა გადაიხადონ ხელფასიდან გამიმდინარე დიდი თანხა არ იყოს
გიგა
25 ივნისი 2024 12:19
2
არც ეგრე იოლია კონტრაქტის გაწყვეტა, იმ ვირ-ეშმაკა ლაურენტამ ხელ-ფეხი რომ გაასავსავოს და პრიციპულ უარზე დადგეს უეფა არც ახალ კონტრაქტს დაურეგისტრირებს და დააჯარიმებს როგორც ფეხბურთელს ისე შემძენ კლუბს, პლიუს ფეხბურთელს დისკვალიფიკაციასაც მისცემს, კვარას ასაკიდან გამომდინარე არც ბოსკამპის წესი ეკუთვნის, უბრალოდ ეს იმდენად წუწურაქი და ნაბიჭ...ი მენეჯერია რომ თავს იმის უფლებასაც ვერ მისცემს, რომ კვარაში სოლიდური თანხა არ და ვერ აიღოს,ასე რომ პიჟამოებიან აგენტი რომ ჰყავს იმან ევროპული სტადარტებით ლაპარაკი, მოქმედება და საქმე უნდა ისწავლოს პირველ რიგში
ზაკო
25 ივნისი 2024 16:25
3
კონტრაქტს თვითნებურად ვერ შეწყვეტს, ან თუ შეწყვეტს ვერცერთ კლუბთან ვერ გააფორმებს კონტრაქტს
rigiti
25 ივნისი 2024 14:34
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული