დე ლაურენტისმა კონტეს პრეზენტაციაზე კვარაცხელიაზე განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს პრეზენტაციაზე ჯოვანი დი ლორენცოსა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ განცხადება გააკეთა:

"მე შემიძლია დი ლორენცოს გავუგო, ცოტა ნაწყენი იყო, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი დონის მოთამაშეს ვერ შეველევით. იმედია, იტალიის ნაკრების პლეი-ოფში გასვლის შემდეგ დამშვიდდება.

"კვარა"? პრობლემა არ გვაქვს. არსებობს კონტრაქტი, ჯოვანი მანასთან, ხვიჩასთან და აგენტთან ერთად დავჯდები და ხელშეკრულების შეცვლას შევთავაზებ. თქვენ შეგიძლიათ, რაც გინდათ, ის ილაპარაკოთ. დაუშვებელია წესის დარღვევა და ჩვენ გარეშე ჩვენს ფეხბურთელთან მოლაპარაკებების წარმოება (პსჟ იგულისხმა). 75
წლის ასაკში უკვე არაფერი არ მაკვირვებს. ვცდილობ, მუდამ კორექტული ვიყო. ასე მასწავლეს მშობლებმა".

მკითხველის კომენტარები / 12 /
სანიოლს მადლობის მეტი რა ეთქმის ჩვენსგან. რამ დაგბოღმათ და გაგაბოროტათ ასე?.. მაგ მწვრთნელმა გაგვიყვანა თავისი გადაწყვეტილებებით იმ ზღაპარში სადაც ახლა ვართ, რისთვისაც მადლობა და საერთოდ ძეგლი თუ არა მის საპატივცემულოდ ერთ ქუჩას დაერქვას მისი სახელი, ეგ იქნება სწორი და მადლიერების გამოხატვა, იმ ბედნიერი ისტორიული დღეთბისთვის რაც მარადისობად გვიქცია. დანარჩენს ისტორია გასცემს ღირსეულ პასუხს. Ხოლო ჩასაფრებაში მყოფ ვაი და უმადურ ქართველებს რომლებიც ოდითგანვე არ აკლდა საქართველოს, დრო ჩარეცხავს. ხოლო იმ ლამაზ ისტორიას რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს ვილი სანიოლს ხელმძღვანელობით ისტორია შეინახავს სამუდამოდ.
ირაკლი
22:23 26-06-2024
5
სექტის წევრებო ბატკნებივით რომ იცავთ სანიოლს..... უეჭველ მოსაგებ თამაში 5 მცველი რომ გამოყავს ამაზეც არ გექნებათ რეაქცია? ფლანგის მაკონტროლებელი მსოფლიო მაშტაბით მითხარი ვინ არის 2 მეტრიანი კაცი???????? რა ლოჩოშვილი სრულ ჭკუაზეა ვილი ან ფედერაცია?????? გოჩოლეიშვილი ისევ არაა... ბუდუ ისევ არაა შენგელიას თუარ გამოიყენებდა რას მიყავდა აძალებდა ვინმე რამეს? ერთი ტუპიაკი ფრანგი თვითდაჯერებული არსება გვყავს მაგის მწვრთნელობა არ გაიშვას არსად!!!! მაგის გამო ტაქტიკურად ძალიან სუსტად ჩავატარეთ ჩემპიონატი. გასაშვებია ეს სანიოლი თან ულაპარაკოდ
რონი
21:54 26-06-2024
57
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული