"კონტემ თქვა, რომ "ნაპოლიში" აუცილებლად დავრჩები? მის სიტყვებს პატივს ვცემ, მაგრამ..." - "კვარამ" საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და პორტუგალიის (2:0) შეხვედრის შემდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ხვიჩა კვარაცხელიამ, RAI-სთან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, გუშინ "ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც დაადასტურა, რომ "კვარა" მის სამომავლო გეგმებში შედის და ქართველის გასხვისების წინააღმდეგია.

ხვიჩას თქმით, ის იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს აფასებს, თუმცა ჯერჯერობით საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

"ანტონიო კონტემ თქვა, რომ "ნაპოლიში" აუცილებლად დავრჩები? ჯერჯერობით არ ვიცი. მის სიტყვებს პატივს ვცემ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად დრო
მჭირდება. "ნაპოლის" პატივს ვცემ და ეს კლუბი ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს მომავალზე პასუხი არ მაქვს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

altშეშფოთებული დე ლაურენტისი კვარაცხელიასთან მიფრინავს

altვილი სანიოლი: ბიჭებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს - ფედერაციამ ბევრი გააკეთა

altკერპი დაამარცხა და მატჩის შემდეგ მისი მაისურიც მიიღო - რონალდომ "კვარა" დაასაჩუქრა [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელია: სკუდეტოზე მაგარი იყო - ესპანეთთან მოსაგებად გავალთ!

მკითხველის კომენტარები / 11 /
წელს საშინელება იყო ნაპოლი, არ მგონია მაგ ძუნწმა ლაურენტისმა ვინმე წესიერი დაიმატოს, მარტო კონტეს იმედზეა, ჩაკეტილ ფეხბურთს ათამაშებს კონტრშეტევებზე და კაპიკებში ნაყიდ კვარას იმედად იქნებიან.. სათამაშო პრაქტიკის პონტში კარგია, მაგრამ კვარას გაზრდისთვის გრანდი უკეთესი იქნება. ძალიან მინდა ესპანეთში მოხვდეს, ამას ქოჩორას და მამარდას მაგალითე ვხედავთ, როგორ არიან გაზრდილები 100მაგად.
ilar10N YouTube
10:52 27-06-2024
2
ვერ გავიგე რატომ უნდა ელოდოს კვარა როდის ჩამოყალიბდება ნაპოლი ძლიერ გუნდად, მაშინ როცა ძლიერი გუნდების რიგი უდგას?
ჟორა
11:29 27-06-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული