"კონტემ თქვა, რომ "ნაპოლიში" აუცილებლად დავრჩები? მის სიტყვებს პატივს ვცემ, მაგრამ..." - "კვარამ" საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და პორტუგალიის (2:0) შეხვედრის შემდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ხვიჩა კვარაცხელიამ, RAI-სთან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, გუშინ "ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც დაადასტურა, რომ "კვარა" მის სამომავლო გეგმებში შედის და ქართველის გასხვისების წინააღმდეგია.

ხვიჩას თქმით, ის იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს აფასებს, თუმცა ჯერჯერობით საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

"ანტონიო კონტემ თქვა, რომ "ნაპოლიში" აუცილებლად დავრჩები? ჯერჯერობით არ ვიცი. მის სიტყვებს პატივს ვცემ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად დრო
მჭირდება. "ნაპოლის" პატივს ვცემ და ეს კლუბი ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს მომავალზე პასუხი არ მაქვს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

altშეშფოთებული დე ლაურენტისი კვარაცხელიასთან მიფრინავს

altვილი სანიოლი: ბიჭებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს - ფედერაციამ ბევრი გააკეთა

altკერპი დაამარცხა და მატჩის შემდეგ მისი მაისურიც მიიღო - რონალდომ "კვარა" დაასაჩუქრა [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელია: სკუდეტოზე მაგარი იყო - ესპანეთთან მოსაგებად გავალთ!

მკითხველის კომენტარები / 11 /
პსჟ არ მოისვენებს თუნდაც სანამ ერთ ლიგას არ მოიგებს იმდენ ფულს ხარჯავენ ნაპოლის არც დაესიზმრება ,კვარა უნდა წავიდეს თუნდაც კუდევ ერთი ტოპ ლიგის ჩემპიონი გახდეს
გაგი
20:14 27-06-2024
1
არ ვიცი დარჩება თუ წავა ხვიჩა ნაპოლიში/დან, მაგრამ მისი პასუხი ამ კითხვაზე მგონი გამართლებულია შინაარსობრივად და სტრატეგიულად.

როგორც ჩანს ვაჭრობა მიდის და უნდა ეცადოს პირველ რიგში კარგი საფეხბურთო პროექტის გუნდი მოძებნოს, სადაც როგორც ფეხბურთელს საშუალება ექნება თავი გამოიჩინოს დიდ ტურნირებზე, და პარალელურად ეკონომიკური კუთხითაც ის მიიღოს რასაც იმსახურებს.

იტალიური ლიგა კარგია, მაგრამ მგონი ის ფაქტი, რომ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე არ გამოდის, არის დაკარგული წელი ხვიჩასთვის, რაც კარიერის იმ მომენტში სდაც ახლაა, ნამდვილად არ გამოადგება.
სწორია
17:29 27-06-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული