სიომინის თქმით, ხვიჩამ ამ შეხვედრაში კრიშტიანოს აჯობა. გამოცდილმა სპეციალისტმა "ჯვაროსნების" დაცვის ხაზიც გამოარჩია.
"საქართველოს ნაკრები დაცვაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, რაც მათგან უჩვეულოა; კონტრშეტევები კი ძალიან სახიფათო ჰქონდათ. ამ კომპონენტში ორი ფორვარდი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე, გამოირჩეოდა. ამ შეხვედრამ გვაჩვენა, რომ ქართველებს ნამდვილი გუნდი ჰყავთ.
ყველამ დავინახეთ, რომ როცა საქართველოს ნაკრები ბურთს კარგავდა, ხვიჩა დაცვაში ჩადიოდა და ბოლო მომენტამდე იბრძოდა. კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპაში
საბა კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს. ის "ლოკომოტივის" "ოქროს სეზონის" ერთ-ერთი შეუცვლელი წევრი იყო. პატივისცემას საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბიც იმსახურებს", - განაცხადა სიომინმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
უკრაინის ჩარჩენა ნამდვილად არ გამხარებია. საქართველოს შედარება უკრაინასთან როგორ შეიძლება? საქართველო ყველა ქართველისათვი და ბევრი არაქართველისათვისაც სამშობლოა და ეგ კომენტარი შეურაწყოფაა ყველასთვის. გამარჯვება საქართველოს. ❤️