ავსტრალიელი სპეციალისტი ევრო 2024-ზე "მამარდას" თამაშით მოხიბლულია. მისი თქმით, გიორგის უამრავი კლუბი აკვირდება.
"შესანიშნავი მეკარე ჰყავს - მამარდაშვილი, რომელსაც ყველა აკვირდება. მას "ვალენსიაში" გასაოცარი სეზონი ჰქონდა", - განაცხადა პოსტეკოგლუმ Itv-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოსა და ჩეხეთის (1:1) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა - მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე
Ps გთხოვთ ადმინ ან ვინმემ თუ იცით, თურქეთსა და ჩეხეთს შორის მატჩი ფრედ რომ დამთავრებულიყო, ჩვენები რომელ ადგილზე გავიდოდნენ და ვის შევხვდებოდით