"მას ყველა აკვირდება" - "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა "მამარდაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ენჯ პოსტეკოგლუმ საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

ავსტრალიელი სპეციალისტი ევრო 2024-ზე "მამარდას" თამაშით მოხიბლულია. მისი თქმით, გიორგის უამრავი კლუბი აკვირდება.

"შესანიშნავი მეკარე ჰყავს - მამარდაშვილი, რომელსაც ყველა აკვირდება. მას "ვალენსიაში" გასაოცარი სეზონი ჰქონდა", - განაცხადა პოსტეკოგლუმ Itv-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოსა და ჩეხეთის (1:1) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 

alt"ამ დროისთვის ევროზე საუკეთესო მეკარე მამარდაშვილია, მაგრამ..." - კავაზაშვილი საქართველოს ნაკრების მეკარის შესახებ

altმამარდაშვილის მოძღვარი ჩეხი გულშემატკივრის

ტრიბუნაზე გიორგის კარის უკან იდგა და მასზე ლოცულობდა - ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]

altმსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა - მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე

მკითხველის კომენტარები / 16 /
ვიკარიო გყავს და შეირგე და დააფასე,მამარდას ჩელსი ან ბაიერნი მოუხდება,ტოტენჰემი და კონფერენსლიგა არ გვინდა
123
28 ივნისი 2024 21:55
1
რა ხანაი ვამბობ, დიდ კლუბში გიორგი შეიძლება ხვიჩაზე ადრეც მოხვდეს. ერთმანეთს აჯობონ, ქართული ფეხბურთის წარმატება ამას ითხოვს. რაც მეტი, მით უკეთესი. ძალიან შეუწყობს ამ ჩემპინატზე ნაკრების გამოსვლა ჩვენი ფეხბურტელების განვითარებას ყველა ასაკში.
გიორგი
28 ივნისი 2024 18:18
0
ინგლისში თუ გადავა მაგარი იქნება ძალიან !
zura222
28 ივნისი 2024 18:15
1
ფრეზე არაფერი იცვლებოდა მაინც მესამეზე ვიყავით, ჩეხეთის მოგებით გავდიოდით მეორეზე.
ეეე
28 ივნისი 2024 18:15
0
ჩვენი მამარდა მაგარი გვყავს :) მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო მეკარეა ჩვენი გიგანტი! პოსტიკოგლუც მაგარი ადამიანი და მწვრთნელია
რობი
28 ივნისი 2024 18:05
0
მამარდა არის უმაღლესი დონის მეკარე და აუცილებლად ითამაშებს დიდ კლუბში

Ps გთხოვთ ადმინ ან ვინმემ თუ იცით, თურქეთსა და ჩეხეთს შორის მატჩი ფრედ რომ დამთავრებულიყო, ჩვენები რომელ ადგილზე გავიდოდნენ და ვის შევხვდებოდით
Nukri
28 ივნისი 2024 17:38
3
თურქეთს ექნებოდა ჩვენსავით 4 ქულა მაგრამ ურთიერთშეხვედრების გამო მაინც მეორეზე გავიდოდა და არაფერი შეიცვლებოდა
მინდია
28 ივნისი 2024 18:31
0
ფრეს შემთხვევაშიც მესამეზე გავიდოდით, რადგან თურქეთი გვჯობდა ურთერთშეხვედრებში, ჩეხეთის მოგების შემთხვევაში გავიდოდით მეორე ადგილზე და შევხვდებოდით ავსტრიას.
dato
28 ივნისი 2024 18:25
0
ყველა გამოხმაურება
რამდენად არ გვიცნობს მსოლიო დღემდე ინჯიები ვგონივართ ნდობა არააქვთ. თორე რათუნდა ამდენიხანი დაკვირვება მამარდას!!
bd
28 ივნისი 2024 17:24
1
...და რატომ არ იყო პორტუგალიასთან საუკვეთესო და რითი იყო საუკვეთესო ის ვინც დაასახელეს...
ILO
28 ივნისი 2024 17:21
26
დარწმუნებული ვარ თქვენს კითხვაზე პასუხიც თქვენვე გეცოდინებათ და გაიღეთ მოწყალება ჰვითხარით
Dato
28 ივნისი 2024 18:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული