"მასზე გაბრაზებული ვარ" - გუტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა ესპანელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა გუტიმ El Chiringuito TV-სთან ინტერვიუში "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, დაახლოებით 1 წლის წინ "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარას" საკუთარი მაისური გაუგზავნა, რომელსაც თან წერილი ახლდა: "იმედი მაქვს, მაისური მოგეწონა და შენი ოცნებები ახდება. გელოდებით მადრიდში".

გუტის თქმით, ის ქართველზე ცოტათი გაბრაზებულია, რადგან "ინსტაგრამზე" პირად მიმოწერაში ხვიჩა შეჰპირდა, რომ საკუთარ მაისურსაც გაუგზავნიდა.

"კვარაზე" ცოტათი გაბრაზებული ვარ, რატომ? "ინსტაგრამზე" მიმოწერა გვქონდა და თავის მაისურს დამპირდა, რომელიც ჯერ კიდევ არ მიმიღია. მას აქედან მივმართავ,
იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრების მაისურს გამომიგზავნის, რომლითაც ახლა ევრო 2024-ზე ასპარეზობს. ძალიან მსურს, რომ მისი მაისური სახლში მქონდეს. თუმცა ის მაისური არ მინდა, რომლითაც ესპანეთს გააგდებს", - განაცხადა გუტიმ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

altნაჩო: კვარაცხელია განსაკუთრებულია - მამარდაშვილს ბევრი უნდა გავუტანოთ

altდიუსელდორფში კვარაცხელია "ნაპოლის" ხელმძღვანელობას შეხვდა - ეს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იყო

მკითხველის კომენტარები / 44 /
ხვიჩა პორტუგალიასთან
https://youtu.be/xbuwIVpls90?si=5b2HRtLRlr_hMMVK
რეალობა
28 ივნისი 2024 19:16
0
რა მოგვთაფლა ტიპმა მაისურისთვის,შენს პირს კოკლოზინა
Levani
28 ივნისი 2024 19:09
0
იუმორიც კარგი რომ აქვს. ადამიანობაც.
ბოკინიო
28 ივნისი 2024 18:37
0
ჯიგარი))
გიორგი
28 ივნისი 2024 18:14
0
დაცვის ხაზი ესპანეთთან კაკაბაძე გველესიანი კვირკველია დვალი ლოჩოშვილი. კაშია გაუშვან დროა უკვე მეტოქეებმა უკვე ბევრჯერ გააჩერეს და ბევრი გოლი გავუშვით მის გამო. მორატას მარტო გველესიანი ჩაისვამს ჯიბეში .
ტოპმიოლერი
28 ივნისი 2024 17:49
22
Აშკარად სხვა თამაშებს უყურებ
Master
28 ივნისი 2024 18:33
0
ეს რა ბედნიერ დღეებს მოვესწარით ხალხო! რას წერს მსოფლიო პრესა და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები. გენაცვალეთ ლომებო! Ასახელეთ საქართველო!
ირაკლი
28 ივნისი 2024 17:43
0
თუმცა ის მაისური არ მინდა, რომლითაც ესპანეთს გააგდებს! გუტი, ძმა ხარ! :D
ABARA
28 ივნისი 2024 17:41
0
ხვიჩა, ლილოში იყიდე და ის გაუგზავნე, რას მიხვდება? დამიჯერე, მაგრა იაფად გამოხვალ.
ბიზინეი
28 ივნისი 2024 17:40
17
კაშიას მარტო სამკლაურის დროს არ შეშლია კვარასთან შეეშალა როცა მესამე ადგილზე გაიყვანა. ყაზაიშვილთანაც შეეშალა როცა ვაკო ნაკრებიდან გაუშვეს ეს ,, კაპიტან'' ჩუმად იყო აქციების დრსაც ჩუმად იყო. მოკლედ ბევრჯერ ჩაიჭრა უკვე .
სოსო
28 ივნისი 2024 17:32
55
Საიდან გამოხვალთ ხოლმე ეს ინტრიგები. Კაშიას ეშლება და შენ მაგარი კაცი ხარ ძმაო...
Master
28 ივნისი 2024 18:34
0
კაპიტანს და ფეხბურთელებს დაანებეთ ფეხბურთელი თუ ჩუმად არის ეს მისი საქმეა ნუ შოვინიზმობთ ძალით გინდათ ათქმევინოთ ალა ლუშულ კანონს!!! რომ სდომოდა დაფიქსირებდა და იტყოდა იქნებ თვქენს მოსაწონს სულაც არ აფიქსირებს კაშიას მხოლოდ ერთადერთხელ შეეშალა მაშინ როცა ლგბტ სამკლაური გაიკეთა ჩემო დაო
ალალუშულკანონს
28 ივნისი 2024 18:19
22
ყველა გამოხმაურება
კვარა ის მაისური არ გაუგზავნო ესპანეთს რითიც გააგდებ. გაუგზავნე გერმანიას რითიც გააგდებ. გუტი შენ პირს შაქარი. იმედია ესპანეთს გაუშვებთ სახლში ჩვენზე ადრე.
ქართველი
28 ივნისი 2024 17:03
2
გენაცვალე ჯიგარში. აი ეგ არის რწმენა რაც ყველამ ერთმანეთს გადავდეთ და ბიჭებმაც მოგვცეს ამ რწმენის იმედი.
G.LA
28 ივნისი 2024 18:21
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული