"მასზე გაბრაზებული ვარ" - გუტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა ესპანელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა გუტიმ El Chiringuito TV-სთან ინტერვიუში "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, დაახლოებით 1 წლის წინ "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარას" საკუთარი მაისური გაუგზავნა, რომელსაც თან წერილი ახლდა: "იმედი მაქვს, მაისური მოგეწონა და შენი ოცნებები ახდება. გელოდებით მადრიდში".

გუტის თქმით, ის ქართველზე ცოტათი გაბრაზებულია, რადგან "ინსტაგრამზე" პირად მიმოწერაში ხვიჩა შეჰპირდა, რომ საკუთარ მაისურსაც გაუგზავნიდა.

"კვარაზე" ცოტათი გაბრაზებული ვარ, რატომ? "ინსტაგრამზე" მიმოწერა გვქონდა და თავის მაისურს დამპირდა, რომელიც ჯერ კიდევ არ მიმიღია. მას აქედან მივმართავ,
იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრების მაისურს გამომიგზავნის, რომლითაც ახლა ევრო 2024-ზე ასპარეზობს. ძალიან მსურს, რომ მისი მაისური სახლში მქონდეს. თუმცა ის მაისური არ მინდა, რომლითაც ესპანეთს გააგდებს", - განაცხადა გუტიმ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

altნაჩო: კვარაცხელია განსაკუთრებულია - მამარდაშვილს ბევრი უნდა გავუტანოთ

altდიუსელდორფში კვარაცხელია "ნაპოლის" ხელმძღვანელობას შეხვდა - ეს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იყო

მკითხველის კომენტარები / 44 /
რას მოესწრო თავისი კუმირი მაისურს თხოვს . საღოლ კვარა
ტოტტი
28 ივნისი 2024 15:53
0
რუსეთის კაპიტანმა ჯიქიამ კვარა პირველ ადგილზე გაიყვანა და სამკალურიანმა კაშიამ მესამეზე ისიმს კითხვა ვინაა ობიექტური ვინ შურიანი?
სოსო
28 ივნისი 2024 15:50
56
სეხნიავ,ევროვიზიაში გეშლება.ან ახლა მაგაზე ლაპარაკი,ცამდე მართალიც რომ იყო,საქართველოს ნაკრებს მხოლოდ რომ ავნებს,მაგდენს ვერ ხვდები?კაშიამ არც ნამუსს უღალატა და არც თანაგუნდელს,იმ სამკლაურის საკითხზე კი,პირველი თუ არა,მესამე მაინც ვიყავი,ვინც გააპროტესტა,მაგრამ ერთი შეცდომის გამო კაცზე ხელს აღება,არსად მოსულა.ერთი ალილუია კი,მღვდელსაც შეეშლება.გურამ კაშია,საქმით ამტკიცებს საქართველოს ღირსეულ შვილობას და ნაკრების ღირსეულ კაპიტნობას.
სოსო
28 ივნისი 2024 16:56
1
შენი ნათქვამი არც ხუმრობაში ჯდება, არც სიყვარულში, არც ქართველობაში, არც ერთობაში და არც..... აღარ დავამთავრებ, გამგები გაიგებს, მე მაპატიე, მაგრამ ეგრეა. კვარას მაისურს კი კიდევ ბევრი ინატრებს, ისევე როგორც მამარდასას, კაშოსას, ჟორჟისას, ქოჩორასა, ჩაკვესას და მალე მთელ ევროპაში ხუთჯვრიანი დროშა იფრიალებს და საქრთველოს ნაკრების ნებისმიერი წევრის მაისური სანატრელი გახდება, ხოლო ვილის იმდენი შეთავაზება ექნება ამ ევროს შემდეგ, რომ სახვეწნელი გაგვიხდება მისი შენარჩუნება, მაგრამ მე პირადად მასაც უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ მომავალ კარიერაში და პირად ცხოვრებაში
ზაკო
28 ივნისი 2024 17:04
4
კაშიას მარტო სამკლაურის დროს არ შეშლია კვარასთან შეეშალა როცა მესამე ადგილზე გაიყვანა. ყაზაიშვილთანაც შეეშალა როცა ვაკო ნაკრებიდან გაუშვეს ეს ,, კაპიტან'' ჩუმად იყო აქციების დრსაც ჩუმად იყო. მოკლედ ბევრჯერ ჩაიჭრა უკვე .
სოსო
28 ივნისი 2024 17:32
55
კაპიტანს და ფეხბურთელებს დაანებეთ ფეხბურთელი თუ ჩუმად არის ეს მისი საქმეა ნუ შოვინიზმობთ ძალით გინდათ ათქმევინოთ ალა ლუშულ კანონს!!! რომ სდომოდა დაფიქსირებდა და იტყოდა იქნებ თვქენს მოსაწონს სულაც არ აფიქსირებს კაშიას მხოლოდ ერთადერთხელ შეეშალა მაშინ როცა ლგბტ სამკლაური გაიკეთა ჩემო დაო
ალალუშულკანონს
28 ივნისი 2024 18:19
22
სოსო მართალი ხარ. მაგრამ ამ ვითომ ფანებს რას შეაგნებინებ . მაგათთვის კაშია მარადონაც არი ზიდანიც და დელ პიეროც . დაავიწყდათ მისი წარსული და ,,,გმირობები,,,,
კაკო
28 ივნისი 2024 17:59
12
ყველა გამოხმაურება
კვარა ის მაისური არ გაუგზავნო ესპანეთს რითიც გააგდებ. გაუგზავნე გერმანიას რითიც გააგდებ. გუტი შენ პირს შაქარი. იმედია ესპანეთს გაუშვებთ სახლში ჩვენზე ადრე.
ქართველი
28 ივნისი 2024 17:03
2
გენაცვალე ჯიგარში. აი ეგ არის რწმენა რაც ყველამ ერთმანეთს გადავდეთ და ბიჭებმაც მოგვცეს ამ რწმენის იმედი.
G.LA
28 ივნისი 2024 18:21
1
გუტი მაგარი კაცია და კვარას რა გაუხდა,ერთი მაისური გაუგზავნოს. თან მაგარი თქვა,იმედია რო იმ მაისურს არ გამომიგზავნის,ჩვენ რო გაგვაგდებდსო. დამწყები ფანებისთვის ვიტყვი,გუტი არის რეალის და ესპანეთის ნაკრების ლეგენდა ფეხბურთელი. წარმოიდგინეთ,ეს რო ქართველს ეთქვა,რა ამბავი ატყდებოდა,თუმცა ესპანეთში ასეთები ესმით. ეს იყო საქართველს და კვარას დაფასების ხაზგასმა. მადლობა ხოსე მარია გუტიერეს,არ დაგივიწყებთ ამას.
იასონას უდარი
28 ივნისი 2024 16:22
0
კვარაააააა დადე მაისური !!!
leoke
28 ივნისი 2024 15:49
1
დიზლაიქი რატო? რატო?
bd
28 ივნისი 2024 17:20
0
"0" (ნული) და ერთფეროვნება არ უყვარს ეტყობა და შეფასებების გრაფა გაამრავალფეროვნა ! :)
----------
P.S. ამ/ასეთ "ქართულ ფენომენზე": აუცილებლად საწინააღმდეგო აზრის გამიხატვის დაუძლეველ სურვილზე, გურამ დოჩანაშვილი წერს კარგად - "ხორუმი ქართი ცეკვაა"- ში.
თუ არ წაგიკითხავს, როგორც თავად გ.დოჩანაშვილი იტყოდა, "მომილოცავს, დიდი სიამოვნება გელის", როცა წაიკითხავ ... :)))
bd-ს
28 ივნისი 2024 20:25
0
თუმცა ის მაისური არ მინდა, რომლითაც ესპანეთს გააგდებს! გუტი, ძმა ხარ! :D
ABARA
28 ივნისი 2024 17:41
0
“ის მაისური არ მინდა რომლითაც ესპანეთს გააგდებს” DDD.
რა გიჟი ყოფილხარ? მიყვარხარ გუტი ❤️


მოშურნე ბოღმიანი რუსები როგორ უნდა შეადარო ამ გულიან ადამიანებს? ფეხბურთის ნამდვილი მოყვარული განა დაიბოღმება როდისმე სხვისი წარმატებით?
G.LA
28 ივნისი 2024 16:01
0
ჯიგარი))
გიორგი
28 ივნისი 2024 18:14
0
კვარაა შეგეშალა გუტისთან თუ მართლა შეპირდი მაისურს ! გაუგზავნე მალე და ზუსტად ის მაისური რომლითაც ესპანეთს გააგდებ )))
zura222
28 ივნისი 2024 16:48
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული