"მასზე გაბრაზებული ვარ" - გუტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა ესპანელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა გუტიმ El Chiringuito TV-სთან ინტერვიუში "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, დაახლოებით 1 წლის წინ "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარას" საკუთარი მაისური გაუგზავნა, რომელსაც თან წერილი ახლდა: "იმედი მაქვს, მაისური მოგეწონა და შენი ოცნებები ახდება. გელოდებით მადრიდში".

გუტის თქმით, ის ქართველზე ცოტათი გაბრაზებულია, რადგან "ინსტაგრამზე" პირად მიმოწერაში ხვიჩა შეჰპირდა, რომ საკუთარ მაისურსაც გაუგზავნიდა.

"კვარაზე" ცოტათი გაბრაზებული ვარ, რატომ? "ინსტაგრამზე" მიმოწერა გვქონდა და თავის მაისურს დამპირდა, რომელიც ჯერ კიდევ არ მიმიღია. მას აქედან მივმართავ,
იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრების მაისურს გამომიგზავნის, რომლითაც ახლა ევრო 2024-ზე ასპარეზობს. ძალიან მსურს, რომ მისი მაისური სახლში მქონდეს. თუმცა ის მაისური არ მინდა, რომლითაც ესპანეთს გააგდებს", - განაცხადა გუტიმ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

altნაჩო: კვარაცხელია განსაკუთრებულია - მამარდაშვილს ბევრი უნდა გავუტანოთ

altდიუსელდორფში კვარაცხელია "ნაპოლის" ხელმძღვანელობას შეხვდა - ეს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იყო

მკითხველის კომენტარები / 44 /
რომ მოვუგებთ ჯობია მერე გაუგზავნოს რომ არ დაავიწყდეთ საქართველოს მოგება
ნინო
09:22 29-06-2024
1
რა კაი ტიპია!
ქომაგი
09:12 29-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული