"ბაიერნში" თამაშს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავთანხმდები" - მამარდაშვილმა "რეკორდმაისტერში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გუშინ, 30 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა. "ჯვაროსნების" რიგებში გიორგი მამარდაშვილმა მორიგი შესანიშნავი მატჩი და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებებიც დაიმსახურა.

შეხვედრის შემდეგ "მამარდამ" Sky Deutschland-თან "ბაიერნში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა. მისი თქმით, "რეკორდმაისტერში" ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ პირველ ნომრად ითამაშებს.

"ბაიერნს" მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ჰყავს და იქ გადასვლას ამ მომენტისთვის არ განვიხილავ. "რეკორდმაისტერში" თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდები, თუ პირველი მეკარე ვიქნები", - განაცხადა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, წამყვანი ესპანური გამოცემების ცნობით, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" სულ მალე
დატოვებს. "ღამურები" ქართველ კარის დარაჯს 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

altშთამბეჭდავი მაჩვენებელი - რამდენი მოგერიება შეასრულა გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ზე?

altსაქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა - "ჯვაროსნების" საოცარი თავგადასავალი ევრო 2024-ზე დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალინაც სწორად მოიქცა, ნოიერთან ვარჯიში დაბურთის მოტანა რას მისცემს. პროფესიონალია გიორგი და ტოპ მეკარეა. სადაც არ უნდა წავიდეს ყველგან ექნება პირველობაზე პრეტენზია, დაამტკიცა უკვე ყველა დონეზე.
ქომაგი
14:20 01-07-2024
0
მამარდ ჩვენო საამაყო ქართველო ვეფხვო! შენ და შენს ბრწყინვალე ოჯახს არაფერი შეგეშლებათ.
ჩემი მოკრძალებული აზრით სადაც არ უნდა გადახვიდე რათქმაუნდა უალტერნატივოდ მხოლოდ პირველ ნომრად და ამის ფონზე ჩემო ძმაო სიტი ლივერპული რეალი ბარსა და ბაიერნი თუ არ გამოვა მაშინ "მადრიდის ატლეტიკოც" ძალიან მაგარი იქნებოდა...
ლევან ბენდი ანიშვილი
14:42 01-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული