გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში განაგრძოს

AutoSharing Option
hammers news-ისა და West Ham Central-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ "ვესტ ჰემში" განაგრძოს.

"ჩაქუჩების" დირექტორმა ტიმ შტეიდტენმა დაადასტურსა ინფორმაცია, რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ ფორვარდს შეიძენს, რადგან ამას საჭიროებს.

ლონდონელთა ახალი დამრიგებლის, ხულენ ლოპეტეგის მთავარი სამიზნე "სევილიას" ფორვარდი იუსუფ ენ-ნესირი ყოფილა, მაგრამ London Stadium-ის ბინადარნი ქართველის ვარიანტსაც განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ "ვესტ ჰემს" მიქაუტაძის დამატება გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა მაშინ ჩვენებურმა "აიაქსს" მიაშურა. გუშინ კი "მეცმა" ქართველი ნიდერლანდური გუნდიდან ოფიციალურად გამოისყიდა.

შეხსენებისთვის, ევროპის
ჩემპიონატის მიმდინარეობისას გავრცელდა ცნობა, რომ გიორგიმ ლიგა 1-ის ვიცე-ჩემპიონ "მონაკოსთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა და კარიერასაც ამ გუნდში გააგრძელებდა.

West Ham Central-ი მიქაუტაძის სიტყვებს ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატმა ევროპის მასშტაბით ახალი შესაძლებლობა გაუხსნა, ახლა შვებულებაში მიდის, ვარიანტებს განიხილავს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
მკითხველის კომენტარები / 10 /
საფრანგეთი ჟორჟისათვის მისი გარემოა. ლიონში გაიბრწყინებს, მონაკოს ვარიანტი ცოტა არ იყოს დამაფიქრებელია, თავდამსხმელთა შემადგენლობაში დიდი კონკურენცია ელოდება.
მერაბი
03 ივლისი 2024 09:35
1
არანაირი ვესტ ჰემი
არასტაბილური გუნდია
ამბიციები არ გააჩნიათ
სულაც შეიძლება გავარდეს
მონაკოში კი თუ გაუმართლა
ჩემპიონობასც შეიძლება გამოჰკრას ხელი
Kvekeskiri
03 ივლისი 2024 08:44
0
გინდათ ჩამოგითვალოთ მონაკოში გამოზრდილი ვარსკვლავები ვინ შემდეგ გრანდებში გაიყიდა? მეზარება ბევრია თვითონ მოიძიეთ
გოგა
02 ივლისი 2024 22:11
3
Რა ვესტ ჰემი ჟორჟ, მაგათ დოღის ცხენივით სირბილი იციან მხოლოდ.ზოგადად ინგლისში პირველი ხუთეულის გარდა ყველა მასეა. Მონაკო კი ლიგაზე, ნაცნობი გარემო, ნაცნობი ჩემᲞიონატი.იმედია ლოგიკურ გადაწყვეტილებას მიიღებ...
Master
02 ივლისი 2024 22:09
5
სულ მარტო რომ დავრჩე, მაინც ყველას წინააღმდეგ წავალ და ვიტყვი, კმარა კვარა ვარდნა!!! მართლა რა არის რა,ყველა ფსკერი მოხსენი!
სად წევიდა?
02 ივლისი 2024 21:38
26
რატომ ჯობია ვესტ-ჰემს მონაკო ..? მონაკოს შეუძლია ყოველ წელიწადს ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე და იბრძოლოს მინიმუმ სამეულისთვს …ვესტ ჰემში კონფერენს ლიგაზე თუ მოხვდა მაგარია და უნდა იბრძოლოს 7-10 ადგილებისთვის …ამას მივამატოთ ის რომ მონაკოში ძირითადის
იქნება იქ კი თუ როგორ აუღებს ალღოს ინგლისურ ფეხბურთს რაც შეიძლება ნახევარი სეზონი დაკარგოს თუ მეტი არა …და ყველაზე მთავარი მონაკო არის კლუბი რომელიც გრანდებში ყიდის ფეხბურთელებს და ამით არსებობს მაგიტომაც აქვს ხანდახან ჩავარდნები ვესტ ჰემიდან გრანდში გადასვლა თუ ბრიტანელი არ ხარ თითქმის შეუძლებელია ანუ ძირითადად შიდა ტრანსფერები ….ფული კი მონაკოს ნაღდად არ აქვს ნაკლები არაფერს ვამბობ თვით ქალაქზე ასე რომ რა ვესტ ჰემი …კი კარგია პრემიერ ლიგა მაგრამ მაშინ თუ თამაშობ არსენალ,სიტი ან ლივერპულში …დარწმუნებული ვარ თუ ჯორჯი ეგეთი შედეგიანობით გააგრძელებს ლიგა-1ში რაც მონაკოში უფრო ადვილია 20-25 მილიონად ნაყიდ ჯორჯს მონაკო 1-2 წელში გაყიდის მინიმუმ70-75 მილიონად ….მონაკო არის ბრენდი გრანდების მომარაგებაში გადახედეთ თუ რამდენი დიდი ვარსკვლავი და როგორ ფასებში აქვს განაყიდი ….
მდაა
02 ივლისი 2024 19:48
3
საფრანგეთი ჯობია, მონაკოს ვარიანტი!
ლაშა
02 ივლისი 2024 16:12
7
მე მესმის რომ მონაკო კარგია და ზოგადად კონკურენცია ყველგან არის.მაგრამ მონაკოში მეშინია მაგრად.ემბოლო შვეიცარიელი ბალაგუნი ამერიკრლი რომელიც 30 მილიონო ღირს და ბენ იედერი…3 უმაღლესი დონის ფორვარდი ყავთ
შახრუდინი
02 ივლისი 2024 21:08
3
ჩემპიონთა ლიგაა მიზეზი!!
გიო
02 ივლისი 2024 20:46
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული