დავითაშვილს ლიგა 1-ის კლუბი ეპატიჟება

AutoSharing Option
Girondins4Ever-ი, ჟურნალისტ ემერი ტაისნეს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტყობინება, რომ ლიგა 1-ში აღზევებული „სენტ-ეტიენი“ საქართველოს ნაკრებისა და „ბორდოს“ ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის გადაბირებას ცდილობს.

წყაროს ცნობით, „სენტ-ეტიენმა“ დავითაშვილის ტრანსფერზე უკვე მეორე წინადადებით მიმართა „ბორდოს“, სავრაუდოდ, 5-6 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უცნობია, დათანხმდება თუ არა ჟირონდული კლუბი ქართველის ამ ფასად გასხვისებას. აღნიშნულია, რომ ზურიკო „მწვანეებს“ ჯერ პირად კონტრაქტზე არ შეთანხმებია.

დავითაშვილს „ბორდოსთან“ ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ სხვა შეთავაზება არ ექნება, მაშინ აუცილებლად უნდა გადავიდეს.
გოდერძი ბაბანგიდა
18:52 03-07-2024
1
სენტ ეტიენის ვარიანტზე,ადრეც ლაპარაკობდნენ.დარწმუნებული ვარ,სხვა ვარიანტებიც გამოჩნდება.
სოსო
18:54 03-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული