ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

AutoSharing Option
38 წლის მეკარემ, გიორგი ლორიამ, თბილისის "დინამო" დატოვა და კვიპროსის უმაღლეს ლიგაში აღზევებულ არადიპუს "ომონიაში" გადავიდა.

"ომონია" მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ნაკრების გამოცდილ მეკარესთან კონტრაქტი გავაფორმეთ. ჩვენ გიორგის "ომონიას" ოჯახში მივესალმებით და მომავალ სეზონში ჩვენი კლუბის ფერების დასაცავად წარმატებას ვუსურვებთ", - წერს კლუბის საიტი.

ლორია 2019-2023 წლებში კვიპროსის "ანორთოსისის" ღირსებას იცავდა. მას საქართველოს ეროვნულ გუნდში 77 მატჩი აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დინამოს პატრპნი სჭირდება , ფიფია ვერ ქაჩავს. უნდა ჩამოშორდეს გუნდს.ქართუ ჯგუფის ხელში უნდა გადავიდეს ამას ვითხოვთ ფანები!
გიორგი
16:54 04-07-2024
1
გუშინ ვიყავი სუპერთასის ფინალზე: თბილისის დინამო - ქუთაისის ტორპედო. თბილისის დინამოს ზოგიერთი გულშემატკივარი დარწმუნებული იყო რომ პირველ ბურთს ლორია აიღებდა. ანუ, ლორიას არყოფნამ სერიოზულად დააზარალა გუნდი. იმ დღეში რომ ვიქნებით, რომ კვიპროსის ჩემპიონატში ბე-ლიგიდან ახლადაღზევებული გუნდი რომ "წაართმევს" ნაკრების მეკარეს "საქართველოს საუკეთესო გუნდს", საკლუბო დონეზე რისი იმედი უნდა გვქონდეს?
ქუთაისელი
15:46 04-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული