ჯუღელი "ნაპოლის" ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად იტალიაში ჩავიდა

AutoSharing Option
Sky-ს სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მილანში ჩავიდა და "ნაპოლის" ხელმძღვანელობას შეხვდება.

დი მარციოს ცნობით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს ან ხვალ უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას დიუსელდორფში კლუბის სამ თანამშრომელთან ერთად ეწვია. მაშინ ხვიჩას ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა და კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ მასში გაწყვეტის პუნქტის შეტანა შესთავაზეს, რაც ძალიან მაღალი თანხის გადახდის შედეგად იქნება შესაძლებელი და რაც მომავალში სატრანსფერო ბაზარზე დიდი წინადადებების მიღების საშუალებას მისცემთ.

"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, დე
ლაურენტისი ჯუღელის მოთხოვნას გაითვალისწინებს და ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა იქნება მითითებული.

მკითხველის კომენტარები / 11 /
არ მჯერა ჯუღელის.არც მისი ინტელექტის,არც პროფესიონალიზმის და არც წესიერების.
სოსო
22:42 04-07-2024
1
Მაფიოზს მაფიოზური წესებით ნუ ებრძვით თორე ორვე მოიტეხავთ კისერს-შენც და კვარადონაც
Პრედლაჟენია კაცს
18:53 04-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული