TUTTO mercato WEB: სერია A-ში "ახალი კვარა" მოდის

AutoSharing Option
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" 23 წლის ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის შეძენის სურვილი ლიგა 1-ში გადასულ "სენტ-ეტიენს" აქვს, ახლა კი TUTTO mercato WEB-ი იტყობინება, რომ მისი სამსახურით სერია A-ს სამი კლუბი დაინტერესდა.

გამოცემა წერს, რომ სერია A-ში შეიძლება "ახალი კვარა" ჩავიდეს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ქართველის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს "კომო" და "ვენეცია" იჩენენ, აგრეთვე - "ჯენოა". რამდენიმე დღეში ფეხბურთელის წარმომადგენლები იტალიაში ჩავლენ და შეიძლება ტრანსფერი მალე განხორციელდეს.

დავითაშვილს ჟირონდულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე
აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კომო არის მაგარი ვარიანტი ფაბრეგასი იმდენ რამეს გასწავლის
მიდი ლომო
22:05 04-07-2024
2
დავითაშვილი ყველა თამაშში იყო? რა მოკრძალებული ადამიანია, არავის მოხვედრია თვალში.
11

სიახლეები პოპულარული