"ნაპოლიმ" პსჟ-ს ოსიმენისა და კვარაცხელიას თაობაზე პასუხი შეუთვალა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლის" "კვარასა" და ოსიმენის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო შესთავაზა.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა აღნიშნული წინადადება იუარა.

გამოცემა ირწმუნება, რომ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე "კვარას" ხელშეუხებელ ფეხბურთელად მიიჩნევს, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი კი სრულიად შესაძლებელია, თუმცა "პარტენოპეი" მის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს მოითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, გააუმჯობესებს თუ არა "პარი სენ ჟერმენი" შეთავაზებას.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის
ზაფხულში ეწურება, მხარეები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

altGazzetta dello Sport: კვარაცხელიასთან მოლაპარაკებები ჩიხშია - ხვიჩას ორი ვარიანტი აქვს

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯუღელი რომ გეყოლება აგენტად მეტს არიმსახურებ
მანჩო
17:12 11-07-2024
26
ჯუღელი არ არის აგენტი, ის არის ძველი დეზერტირების ბაზარის მემწვანილე. ჰა ჰა, მაქსიმუმ სახინკლის და საქაბაბეს დირექტორი...
simartle
16:26 11-07-2024
36

სიახლეები პოპულარული