Gazzetta dello Sport: კვარაცხელიასთან მოლაპარაკებები ჩიხშია - ხვიჩას ორი ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
„გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება ფინანსური საკითხის გამო ვერ ხერხდება და ფეხბურთელის ხელფასზე მხარეებს შორის მოთხოვნასა და კლუბის შეთავაზებას შორის დიდი სხვაობაა:

„კვარაცხელიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ქართველმა პსჟ-ის შეთავაზებული წლიური 11 მილიონი ევროს გასამრჯელოს შემდეგ თამასა მაღლა ასწია და 8 მილიონსაც კი ითხოვს. თავის მხრივ, ნეაპოლური კლუბი ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივების სანაცვლოდ მზადაა ანაზღაურება 5.5 მილიონამდე გაუზარდოს. ეს იმასთან შედარებით, რასაც დღემდე იღებს (1.8 მლნ), მნიშვნელოვ
ანი მომატებაა.

მოცემულ მომენტში ხვიჩას ორი ვარიანტი აქვს: დათანხმდეს წინადადებას ან დარჩეს არსებული პირობებით, რათა 2025 წელს მოლაპარაკებებისას უფრო მყარი პოზიციები ჰქონდეს და შესაძლოა, იძულებითაც განახორციელებინოს ტრანსფერი. მწვრთნელს, ანტონიო კონტეს, სურს გუნდში თავისი მოღვაწეობა ამ გაუგებრობის გარეშე დაიწყოს, მაგრამ ჯერ ხელმძღვანელობას არავითარი დადებითი პასუხი არ მიუღია“.

altხვიჩა ახლა პსჟ-ის თილისმად იქცევა და ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს?! - მბაპეს შეცვლა ხმაურიანი ტრანსფერით სურთ...

მკითხველის კომენტარები / 20 /
დათვმა რაღაცა ნახა და ძაან ბანჯგვლიანიაო ისე მოსდის 5,5 მილიონი ხვიჩასთვის აღარაფერს ნიშნავს?ორი წლის წინ სულ კუნტრუშით,ცეკვა თამაშით გაახარა მთელი საქართველო ნაპოლში გადასვლით,მადა ჭამაში მოდისო ჩვენ წინაპრებს უთქვამთ
ბეგლარა
22:19 11-07-2024
3
ნეიმარიც ჯერ ფულს ითვლიდა - გამოვიდა ძვირიანი 'NFT', სარეკლამო ბუშტი.

ცეხავიკი ბიძერების ხელშია ხვიჩა.
Რეზო
12:18 11-07-2024
14

სიახლეები პოპულარული