"ნაპოლიმ" პსჟ-ს ოსიმენისა და კვარაცხელიას თაობაზე პასუხი შეუთვალა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლის" "კვარასა" და ოსიმენის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო შესთავაზა.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა აღნიშნული წინადადება იუარა.

გამოცემა ირწმუნება, რომ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე "კვარას" ხელშეუხებელ ფეხბურთელად მიიჩნევს, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი კი სრულიად შესაძლებელია, თუმცა "პარტენოპეი" მის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს მოითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, გააუმჯობესებს თუ არა "პარი სენ ჟერმენი" შეთავაზებას.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის
ზაფხულში ეწურება, მხარეები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

altGazzetta dello Sport: კვარაცხელიასთან მოლაპარაკებები ჩიხშია - ხვიჩას ორი ვარიანტი აქვს

მკითხველის კომენტარები / 11 /
აი ასე ენდობიან გამოუცდელ და უცოდინარ "ოჯახის ახლობელ" "მშობლების ძმაკაც" აგენტებს და ისინი ღუპავენ ფეხბურთელებს @ კვარას ოჯახს ჯუღელი ჯერ კიდევ მაშინ უნდა გაეშვა როცა ლოკომოტივს უარი უთხრა 1+1 კონტრაქტზე და რომ წაიყვანა რუბინში და იმ მაფიოზ საიმანოვს მონად რომ ჩაუგდო 5 წლით და უკრაინის ომი რომ არა ხვიჩა ელხაც რუბინში იქნებოდა ! ჯუღელის უაზრო ამოჩემებაა 1+1 პონტრაქტის მიუღებლობა @ არადა ძალიან კარგია უცნობი ფეხბურთელისთვის--პირველ წელს ის უცნობი ფეხბურთელი დაუმტკიცებს გუნდს თავის სიმაგრეს და მერე უკვე თვითონ უკარნახებს თავსთვის მისაღებ პირობებს და არ მიიღებს გუნდი იმ პირობებს ? ეტყვის არ გინდა და კარგად იყავიო და სხვა უკეთესი გუნდები სიამოვნებით წაიყვანენ უფასოდ ! და ლოკომოტივიც და ნაპოლიც 1+1 და 1+3 კონტრაქტს სთავაზობდნენ ! ჯუღელს რომ 1+3 წლიანი კონტრაქტი გაეფორებინა ნაპოლისთან ეხლა კვარას ექნებოდა ხელფასი ოსიმენივით 10 მილიონი პლიუს ადეკვატური გამოსასყიდი თანხით ან კიდევ შარშანვე უფასდ წავიდოდა გრნდში უმაგრესი ხელფასით !
zura222
14:18 11-07-2024
12
ჯუღელი არ არის აგენტი, ის არის ძველი დეზერტირების ბაზარის მემწვანილე. ჰა ჰა, მაქსიმუმ სახინკლის და საქაბაბეს დირექტორი...
simartle
16:26 11-07-2024
36

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული