დავითაშვილი VS მიქაუტაძე პირველივე ტურში? - ტოპლიგებში მეტ ქართველს ველით!..

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლის შემდეგ ჩვენი მთავარი სურვილი და მიზანი ისაა, "ჯვაროსნები" ტოპლიგებსა და გამორჩეულ კლუბებში ვიხილოთ. პირველი ნაბიჯი ამისკენ მალევე გადაიდგა და ზურიკო დავითაშვილი ფრანგულ ელიტაში, "სენტ ეტიენში" ითამაშებს.

"მწვანეები" საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია (ათგზის ჩემპიონი). საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ამ მხარეში დაიბადა და მისი პირველი დიდი გუნდი სწორედ "სტ. ეტიენი" იყო, რასაც "მონაკოში" ტრანსფერი და ქვეყნის ჩემპიონობა მოჰყვა.

Sportall.Ge

"მონაკო" ვახსენეთ და ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია, გიორგი მიქაუტაძე კარიერას ამ ამბიციურ კლუბში რომ განაგრძობს და ჩემპიონთა
ლიგაზეც იასპარეზებს. "ლიგა 1" სტარტს 18 აგვისტოს აიღებს, "ლუი II"-ზე (18 523 მაყურებელი) კი "მონაკო" "სტ.ეტიენს" დაუხვდება, შესაბამისად, ქართული დუელის დიდი შანსია.

აქვე გეტყვით, რომ ზურიკოს ახალი კლუბი 20 ივლისიდან ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს, ყველაზე ძლიერი მეტოქე კი 7 აგვისტოს, ესპანური "ხეტაფე" იქნება. "სენტ ეტიენი", ძირითადად, 4-3-3- ტაქტიკით ასპარეზობს. მარჯვნივ დავითაშვილის მთავარი კონკურენტი ირვინ კარდონა იყო, რომელიც "აუგსბურგში" ითამაშებს.

დაველოდოთ ჯერ მიქაუტაძის ტრანსფერის გაოფიციალურებას, შემდეგ გამორჩეულ ჩემპიონატებში მეტ ქართველს!..

altოფიციალურად - დავითაშვილი "სენტ-ეტიენის" ფეხბურთელი გახდა [VIDEO]

altL’Equipe: "მონაკო" მიქაუტაძის ტრანსფერს მალე გამოაცხადებს

altყველაფერი სანიოლზე - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჯიგრებო, კარგად თამაშობთ. წვერს თუ გაიპარსავთ და საფრანგრეთში მცხოვრებ ხალიფატის მიმდევრებს არ დაემსგავსებით, უკეთესია:).
კობა
14:56 12-07-2024
11
ილუზიებში ხართ
ჯერემი
14:49 12-07-2024
31
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული