"ბაიერნი" მამარდაშვილს არ ეშვება - მიუნხენელების მიერ შეთავაზებული სცენარი ქართველ მეკარეს არ აწყობს

AutoSharing Option
elnacional-ის ცნობით, რამდენიმე მსოფლიო გრანდი "ვალენსიას" ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენას ცდილობს, ყველაზე მეტად აქტიურობას კი მიუნხენის "ბაიერნი" იჩენს.

"რეკორდმაისტერის" მოქმედი კიპერი მანუელ ნოიერი უკვე 38 წლისაა და მაღალ დონეზე ასპარეზობას, სავარაუდოდ, 1-2 სეზონი შეძლებს, რის შემდეგაც მისი ჩანაცვლება გახდება საჭირო.

"ალიანს არენაზე" სურვილი აქვთ, რომ ახლა ქართველი მეკარე დაიმატონ, მან ამ პერიოდში მხოლოდ თასზე და ისეთ შეხვედრებში მიიღოს მონაწილეობა, რაც "ბაიერნისთვის" დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ იქნება, რისი საშუალებითაც გუნდთან ინტეგრირებას გაივლის.

მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უკვე თქვა, რომ
მას მსგავსი სცენარი არ აწყობს. გიორგიმ აღნიშნა, რომ მიუნხენელთა კარს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი მანუელ ნოიერი იცავს და არ გადავა ისეთ გუნდში, სადაც სკამზე ჯდომა მოუწევს, მაგრამ თუ თამაშის გარანტიას მიიღებს, წინადადებას დათანხმდება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
საქართველოში უნდა დამთავრდეს სამუდამოდ ფეხბურთში მოწყობა, ადგილის გაჩალიჩება, გაეხსნას გზა ბავშვთა აკადემიებს სახელმწიფო დაფინანსებით და სუბსიდირებით ბავშვთა მომზადებას, მერე ნახავთ რამდენი ტალანტი ეყოლება მუჭის ტოლა საქართველოს, ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის წარმოჩენა და არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტულ რომელიმე აკადემიაში, სადაც ოჯახებს სრულად წეწავენ თვეში სამასი და ოთხასი დოლარების გადახდით
არანეპოტიზმს
13:11 19-07-2024
0
რა სასიამოვნოა, საბაზრო ღირებულებით მსოფლიოში მეკარეებს შორის 5-ეზეა, ხოლო ხვიჩა ზოგადად ფეხბურთელებს შორის 24-30-ეზე. იქ მიქაუტაძე შეიძლება გახდეს მალე ტოპი და რეალურად კარგი ყურადღება რომ ექცეოდეს ფეხბურთს და შიდა ჩემპიონატი ნორმალური გვქონდეს და ბავშვთა ფეხბურთი მოწესრიგებული, თავისუფლად შეგვიძლია ვიყოთ ბელგია, დანია, შვეიცარიის დონე
ვახო
09:38 13-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული