"ბაიერნი" მამარდაშვილს არ ეშვება - მიუნხენელების მიერ შეთავაზებული სცენარი ქართველ მეკარეს არ აწყობს

AutoSharing Option
elnacional-ის ცნობით, რამდენიმე მსოფლიო გრანდი "ვალენსიას" ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენას ცდილობს, ყველაზე მეტად აქტიურობას კი მიუნხენის "ბაიერნი" იჩენს.

"რეკორდმაისტერის" მოქმედი კიპერი მანუელ ნოიერი უკვე 38 წლისაა და მაღალ დონეზე ასპარეზობას, სავარაუდოდ, 1-2 სეზონი შეძლებს, რის შემდეგაც მისი ჩანაცვლება გახდება საჭირო.

"ალიანს არენაზე" სურვილი აქვთ, რომ ახლა ქართველი მეკარე დაიმატონ, მან ამ პერიოდში მხოლოდ თასზე და ისეთ შეხვედრებში მიიღოს მონაწილეობა, რაც "ბაიერნისთვის" დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ იქნება, რისი საშუალებითაც გუნდთან ინტეგრირებას გაივლის.

მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უკვე თქვა, რომ
მას მსგავსი სცენარი არ აწყობს. გიორგიმ აღნიშნა, რომ მიუნხენელთა კარს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი მანუელ ნოიერი იცავს და არ გადავა ისეთ გუნდში, სადაც სკამზე ჯდომა მოუწევს, მაგრამ თუ თამაშის გარანტიას მიიღებს, წინადადებას დათანხმდება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
მართალია გირგი, სკამზე დასაჯდომად თუ უნდათ, აგერ ვარ ბატონო და სკამზეც არ შევაწუხებ საკუთარ "ჯირკოს" დავიდგამ, თან ნოიერის ხელფასის მეათედიც თავისუფლად მეყოფა. თუ აუცილებელი გახდება გადავრდნილ ბურთსაც მოვუტან :)
ოთარი
17:04 12-07-2024
2
თუ ესე გინდათ გიორგი და თან არ გინდათ ნოიერიც დაკარგოთ იყიდეთ მამარდა და იჯარით გაუშვით ისევ ვალენსიაში. მერე წავა ნოიერიც და დაიბრუნებთ მამარდას
ბაიერნს
18:05 12-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული