"დე ლაურენტისი კვარაცხელიაზე ამას შემპირდა..." - რა განაცხადა ანტონიო კონტემ ქართველზე?

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დიმაროში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გუნდის ამოცანებზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ვაჩვენებთ, რომ ძალიან ზუსტი ხედვა გვაქვს იმისა, რა უნდა გავაკეთოთ, ვმუშაობთ როგორც დღევანდელი დღისთვის, ასევე მომავლისთვის. რაფა მარინი ახალგაზრდა და პერსპექტიულია, იმედი გვაქვს, დიდი ხანი იქნება ჩვენთან. თუმცა, მთავარია აწმყოზე ფიქრი და სპინაცოლას გადმობირების დიდი შანსით ვისარგებლე.

გასული სეზონის დამთრგუნველი სიტუაცია ბოლომდე არ განიმუხტა. ეს ყველა ასპექტში იმედის გამაცრუებელია, მაგრამ მე ამას დავასრულებ. ყველა გავაფრთხილე, რომ წარუმატებლობა არ
დაივიწყონ. ეს უფრო გამოცდილებს გაგვხდის. სკუდეტო ყველამ ერთად მოიგო და ყველამ ერთად დაკარგა. ჩემი დაბრუნების შემდეგ ამის უკან შემობრუნება ძნელია, თუმცა კლუბისა და ფეხბურთელების დახმარებით სირთულეებს დავძლევთ. ბოლო ჩემპიონატი გუნდისთვის რაღაც აბსურდული იყო, საჭიროა ჩემპიონთა ლიგაზე სააღლუმო გზით დაბრუნება. ესაა მიზანი.

ოსიმენი საუკეთესო მოთამაშეა, პროფესიონალია, კარგა ხანი ველაპარაკე. იცის, ვიდრე აქ არის, საქმისადმი სწორი დამოკიდებულებით მუშაობა მართებს. მომავალი არ მაღელვებს, მთავარი დღევანდელობაა. ის ჩვენი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, არ ვიცით, დარჩება თუ არა, პროგნოზები არ მაღელვებს.

კვარაცხელია და დი ლორენცო - პრეზიდენტი მათ დატოვებას დამპირდა და სიტყვა შეასრულა. ეს კლუბის დამსახურებაა, რომელიც სწორი მიმართულებით მოძრაობს. ეს ორი კარგი ბიჭია. დი ლორენცო ნეაპოლთან მთელი ცხოვრებითაა დაკავშირებული, ძალიან იმედგაცრუებული იყო, მაგრამ მე დავამშვიდე, რამეთუ არ შეიძლება ამდენი წლის ნაშრომი წყალში გადაყარო. სწორედ ეს ავუხსენი.

ორ დღეში "ინტერთან" ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლებელია. რეალობა ასეთია და თუ პროგნოზებს აკეთებთ, გონიერებაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ თქვათ ის, რაც სინამდვილეს არ შეესაბმება. სხვაობა არის, რაც ვიცით, ზილენსკიც "ინტერში" გადავიდა.

ვიმუშავებთ სამ და ოთხმცველიან დაცვაზე. სატრანსფერო ბაზარზე ამის გათვალისწინებით ვიმუშავეთ. ბონჯორნოს ორივე ფლანგზე ეხერხება გარჯა, დი ლორენცოსაც. შევეცდებით ფეხბურთელების მახასიათებლების გაუმჯობესებას და ისეთი ხარისხის მოთამაშეებს გამოვიყენებთ, როგორებიც "კვარა" და პოლიტანიო არიან. პასიური გუნდი არ მჭირდება. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. უფრო ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებისას უნდა ვიცოდეთ, თავი როგორ დავიცვათ.

ზილენსკის გარეშე - ლობოტკასა და ანგისას წყვილი ერთ-ერთი ძლიერია, კაიუსტეს პოტენციალი გააჩნია და მისგან მაქსიმუმის მიღებაა აუცილებელი. კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბების საშუალება ფოლორუნშოსაც აქვს. ამაზე მუშაობა მოგვიწევს. მოცემულ მომენტში ნახევარმცველის დამატების მოლოდინი არ გვაქვს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სეზონის ბოლოს უკეთესი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 16 /
დაანებეთ თავი ამ ბიჭს, სასწაულებეს აკეთებს ხვიჩა და ვიღაც ჯუღელმა, დე ლაურენტისმა და კონტემ ნუ ჩააოხრეთ საქმე
ჭიჭიკო
14:39 14-07-2024
12
აგენტზე ბევრია დამოკიდებული მარა მთლად აგენტები ყველაფერში დამნაშავეები ვერ იქნებიან. ისინი კლიენტის ნებას წარმოადგენენ და საბოლოო გადაწყვეტილებას კლიენტი იღებს. მერე მეორეა და ჩვენი ფეხბურთელები ტოპ კლუბებში ახალი ამბავია. ადრეც იყვნენ მარა კანტი კუნტათ რო იტყვიან. არ იციან მაგალითად ვაჭარ დელაურენტისნაირ ხალხთან როგორ ილაპარაკონ. თავიდან მილიონი ორი მილიონი ჩვენი ფეხბურთელებისთვის რომლებიც იწყებენ მაგარი ფულია და მაგ დროს უგებენ მახეს. მე ესე მგონია
ლაშა
14:18 14-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული