გამოსასყიდის გარეშე? - ცნობილი გახდა, რა პირობებს შესთავაზებს დე ლაურენტისი კვარაცხელიას

AutoSharing Option
რამდენიმე იტალიური სპორტული გამოცემა იტყობინება, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლა დაბლოკა, მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს და ტრანსფერს ვეტო დაადო, რამეთუ კლუბი მისდამი ღრმა პატივისცემას გამოხატავს, არსად არ გაუშვებს და მინიმუმ ერთი სეზონით დაიტოვებს.

ახლა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველთან საკითხის საბოლოოდ მოგვარებას ივლისის ბოლომდე გეგმავს. სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას ცნობით, შეხვედრა ფეხბურთელის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შედგება, მიზანი კონსესუსის მიღწევაა - "კვარას" ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივებას (აგრეთვე ოფციას 2030 წლამდე) და სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ
ევროს პლუს 1 მილიონს ბონუსის სახით შესთავაზებენ.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: დე ლაურენტისი აგენტთან და ხვიჩას მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან ერთად განიხილავს, არის თუ არა საჭირო კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის თაობაზე პუნქტის შეტანა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
სამართლიანი ანაზღაურება ღირსების საქმეა.ხვიჩა გააუქმე კაბალური ხელშეკრულება.როდემდე უნდა გეძახდნენ პატარა ბიჭს.ჯარიმა თუ დაგაკისრეს მილიარდი გექნება გადასახდელი თუ რა?ხელშეკრულება ორმხრივ შეთანხმებას ითვალისწინებს და არა ცალმხრივს
გიგა
17:39 16-07-2024
1
გამოსასყიდი თანხის არ დათქმა მონობის ტოლფასია.ერთი და ორი კონტრაქტი გაუქმებულა?კვარამ რაც უნდა ის გააკეთოს,სანამ მას კვალიფიციური აგენტი არ ეყოლება არაფერი ეშველება.
იმის დარდი მაქვს რომ ნაკრებში მისი თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად დაიკლებს.
გიგა
17:22 16-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული