სამედიცინო შემოწმება ჩანიშნული იყო, თუმცა "მონაკოში" გადასვლაზე ბოლო მომენტში უარი თქვა - მიქაუტაძე მშობლიურ კლუბს უახლოვდება

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ "ლიონი" "მონაკოსთვის" მიქაუტაძის "წართმევას" ცდილობს.

"მონაკოს" სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნული ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელმა გადასვლაზე უარი თქვა.

"ლიონი" დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელს გადაიბირებს. შეგახსენებთ, გიორგი ლიონშია დაბადებული და ამ ქალაქის კლუბის აღზრდილია.

"ეკიპის" ცნობით, ტრანსფერი შეთანხმებული იყო და ქართველსა და მონეგასკურ კლუბს შორის სერიოზული უთანხმოება სამედიცინო შემოწმების წინ მოხდა. ერთი სიტყვით, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. "ოლიმპიკი" ალეკსანდრ ლაკაზეტის ღირსეულ შემცვლელს ეძებს, რომელიც გუნდს გაისად დატოვებს
და ოლიმპიადაზე მონაწილეობის გამო აგვისტოში ვერ დეხმარება. კლუბის სპორტული დირექტორი დავიდ ფრიო და საფეხბურთო დირექტორი მიხაელ გერლინგერი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ დაუკავშირდნენ მიქაუტაძეს, რომელმც დიდხნს არ ალოდინა და საყვარელ გუნდს ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე დათანხმდა, რომლის მიხედვით ხელფასი იმაზე ოდნავ მეტი ექნება, ვიდრე "აიაქსში" ჰქონდა.

ახლა ტრანსფერზე "მეცი" და "ლიონი" უნდა მორიგდნენ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ხალხო ნუ განსჯით, ჯერ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ეს ან სიმართლეა და ან სიცრუე. თუ სიმართლე და გიომ ბოლო წამს თქვა უარი აუცილებლად ექნება მიზეზი. და თუ სიცრუეა ჩვენი კომენტარები არასწორი იქნება გიოს მისამართით. ჩვენ ქართველები ფიცხი ხალხი ვართ და არ დაგავიწყდეთ გიოც ისეთივე ქართველია როგორც ჩვენ. ისე ასრულებს ჰიმნს როგორც ჩვენ. ისე ბრაზდება როგორც ნებისმიერი ქართველი. იქნებ წინასწარ მოლაპარაკებაში სიტყვა უთხრეს და სხვა კონტრაქტს ტენიდნენ? ამ შემთხვევაში თუ დასაწყისში მატყუებენ მერე რა იქნება ხომ ხვდებით? მეც უარს ვიტყოდი კონტრაქტზე. 1 პუნქტიც რომ შეუცვალონ წინასწარ მოლაპარაკების შემდეგ არ უნდა მივიდეს იმ კლუბში. ჯობია მეცს წაყვეს მეორე ლიგაში ვიდრე მოტყუებით დაიწყოს ახალი კარიერა. წარმატებები გიოს და ნებისმიერ შემთხვევაში ყოველ უქმეებზე დაველოდები "მიქას" გოლებს ნებისმიერ გუნდში.
roma bejanidze
00:35 16-07-2024
1
თავის საყვარელ, მშობლიურ გუნდში დაბრუნდა სადაც ყველა თამაშს 60 ათასი გულშემატკივარი ესწრება, რაც შეეხება მონაკოს კარგი გუნდია, მაგრამ ერთი ნაკლი აქ 5 ათასამდე გულშემატკივარი ესწრება ხოლმე თამაშებს საშუალოდ, ჩემი აზრით ამის გამო არჩია ლიონი მონაკოს, წარმატებები ჟორჟს ბევრი გოლების გატანა ვუსურვოთ და მომავალში დიდ გრანდში გადასვლა ამ ეტაპზე ლიონიც მშვენიერი ვარიანტია.
ქომაგი
02:48 16-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული