საპნის ოპერა გრძელდება - მიქაუტაძის "ლიონში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

AutoSharing Option
But! Football Club-ი იტყობინება, რომ გიორგი მიქაუტაძის "ლიონში" ტრანსფერი შეიძლება მისი აგენტის, ალენ მილიაჩოს გამო ჩაიშალოს, ვინაიდან მას თავისი კლიენტის "მონაკოში" გადაყვანა სურს.

გამოცემა წერს, რომ ქართველს დღეს 5 საათზე სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, რის შემდეგაც კონტრაქტის გაფორმება იყო დაგეგმილი და საპნის ოპერა ჰეფი-ენდით დასრულდებოდა, მაგრამ ჟურნალისტის, ანჟელო სალემის ცნობით, ეს არ მოხდა.

ჟურნალისტი მოჰმედ ტუბაშ-ტერი წერს, რომ "ლიონი" ახლავე მზადაა "მეცს" 18 მილიონი გადაუხადოს, თუმცა ტრანსფერს აგენტი აფერხებს. "მონაკო" თანახმაა თანხა ტრანშებად დაფაროს.

მკითხველის კომენტარები / 34 /
მგონი აუქციონია გამოცხადებული და კონკურენციაში,ვინ უკეთეს პირობებს შესთავაზებს,ამაზე თამაშობენ გიორგი და მისი აგენტი.
სოსო
17:03 18-07-2024
0
მნიშვნელოვანი ფაქტორები ლიონში გადასვლის:
1. ლიონი მისი მშობლიური ქალაქია;
2. უბანში მაგარი სახელი აქვს;
3. ჯამბული და ჯუმბერი უჯემალოდ არაფერს არ წარმოადგენენ;
4. ლიონში უკეთეს კატლეტებს აკეთებენ ვიდრე მონაკოში.

მეც მინდა მონაკოშიიიი.
გენა
15:53 18-07-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული