But! Football Club-ი იტყობინება, რომ გიორგი მიქაუტაძის "ლიონში" ტრანსფერი შეიძლება მისი აგენტის, ალენ მილიაჩოს გამო ჩაიშალოს, ვინაიდან მას თავისი კლიენტის "მონაკოში" გადაყვანა სურს.
გამოცემა წერს, რომ ქართველს დღეს 5 საათზე სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, რის შემდეგაც კონტრაქტის გაფორმება იყო დაგეგმილი და საპნის ოპერა ჰეფი-ენდით დასრულდებოდა, მაგრამ ჟურნალისტის, ანჟელო სალემის ცნობით, ეს არ მოხდა.
ჟურნალისტი მოჰმედ ტუბაშ-ტერი წერს, რომ "ლიონი" ახლავე მზადაა "მეცს" 18 მილიონი გადაუხადოს, თუმცა ტრანსფერს აგენტი აფერხებს. "მონაკო" თანახმაა თანხა ტრანშებად დაფაროს.